დონალდ ტუსკი საფრანგეთის არჩევნებზე – პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში – იმედგაცრუება, კიევში – შვება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის იმედგაცრუება მოსკოვისთვის და შვება – კიევისთვის. „პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში – იმედგაცრუება, კიევში – შვება. საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერი იყო”, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების ლიდერმა, მარინ ლე პენმა პირობა დადო, რომ მისი პარტიის […]

მარინ ლე პენი – ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, მისი პარტიის გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. “ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა. შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი – „ახალი სახალხო ფრონტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი […]

გაბრიელ ატალი – პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, დღეს პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართავს. „მართალია ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ“, – აღნიშნა ატალმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის ალიანსის ბევრი წევრი ხელახლა აირჩიეს. შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი – […]

ჯორდან ბარდელა – ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვეს – ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა

არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვება წაართვა, ეს ალიანსები საფრანგეთს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში აგდებენ, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა. მისი მტკიცებით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა. ჯორდან ბარდელას თქმით, ესმის ფრანგების იმედგაცრუება, მაგრამ „თვეებია, იმედის ქარი ძლიერდება და არასოდეს შეწყვეტს ქროლვას“. „ყველაფერი […]

რეფორმების და პოლიტიკური ნების ნაკლებობა – პოლკოვნიკი ჰამილტონი საქართველოს თავდაცვაზე

თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლებში თავდაცვის კუთხით ინსტიტუციური რეფორმების გატარების მზაობა არ არსებობდა. ე.წ. “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ კი, თუკი პარტნიორებისგან დახმარება შემცირდება, ეს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.

რა შემთხვევაში შეიძლება (არ) გაღრმავდეს ქართულ-ამერიკული კავშირები?

სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების ფონზე, ქართულ-ამერიკული „რუტინული თანამშრომლობა“ გრძელდება და მხარეებს შორის არაერთი შეხვედრა იმართება. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ამერიკამ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმუშაოს.

“მანჩესტერი” კაზემიროსთან დასამშვიდობებლად მზადაა

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ დიდი ალბათობით “მანჩესტერი” ნახევარმცველ კაზემიროს დაემშვიდობება. “მანჩესტერი” მზადაა კაზემირო გაუშვას და მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი დაიმატოს. ბრაზილიელით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული. ისინი მის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ. გასულ სეზონში 32 წლის კაზემირომ პრემიერლიგის 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პოლონეთის პრემიერი: საფრანგეთის არჩევნები მოსკოვისთვის იმედგაცრუებაა, კიევისთვის – შვება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 7 ივლისს შვებით ისაუბრა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე, რომელთა თანახმადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მკაფიო მარცხი განიცადეს. “პარიზის ენთუზიაზმი, მოსკოვის იმედგაცრუება, კიევის შვება. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ” – წერს ტუსკი პლატფორმაზე X. წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენე ალიანსი “ახალი სახალხო ფრონტი”, რომელსაც მოსდევს პრეზიდენტ […]

სალომე ზურაბიშვილი – საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია – გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი. ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის […]

ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი ოდესაში ჩავიდა, უკრაინას ახალ დახმარებას დაჰპირდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან 48 საათზე მცირე დროში ჯონ ჰილი ოდესაში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერის გაძლიერებას დაჰპირდა. ოდესაში ჰილი ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ რუბენ ბრეკელმანსთან ერთად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ ის უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა გამოაცხადა, რომ ლონდონი კიევს გამოუყოფს დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს საარტილერიო დანადგარენს, საბრძოლო […]