გურიაში სასტუმროს ფასების ინდექსი 48%-ით გაიზარდა – რა ღირს განთავსება 3, 4, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში

სასტუმროს ფასების ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, ყველაზე მეტად – 48.1%-ით გურიაშია გაზრდილი, მას მოსდევს აჭარაში 36%-იანი ზრდით. ფასები მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ გაზრდილა რაჭაში. ამის შესახებ PMCG-ი წერს. კვლევაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 275 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო […]

NATO-ს წევრები თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-ის ნიშნულის აწევას ლობირებენ

NATO-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი რუსული საფრთხის გამო თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფის ნიშნულის გაზრდას უჭერენ მხარს. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დისკუსიები ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გაიმართება, რომელიც 9-დან 11 ივლისამდე გრძელდება. „ჩვენ დავინახეთ წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტიპის ვალდებულებისკენ ჰააგის სამიტზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიშნული ავიდეს 2.5 ან 3%-მდე” – თქვა ესტონეთის […]

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახალ ზომებს მიიღებს

8 ივლისს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ უკრაინაში მიტანილი იერიშების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც კიევის ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიაროც დაიბომბა, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშები “რუსეთის საშინელ სისასტიკეს შეგვახსენებს”. რუსეთის თავდასხმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 154 დაშავდა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ბაიდენის თქმით, “გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ მსოფლიომ ამ მნიშვნელოვან მომენტში უკრაინის […]

მიგრანტების უკანონოდ გადმოყვანისა და ყალბი პასპორტით საზღვრის კვეთისთვის 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის […]

მეზვრიშვილი: მოვითხოვთ, ამნისტია შეეხოს რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებულებს

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ ოცნებას მოუწოდა, დაანონსებული ამნისტრია შეეხოს რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს. “ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს! ამნისტია ჰუმანური […]

გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული შუქურა ციხისძირში – შუქურას პარტნიორია SOLO (რ)

SOLO მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ინიციატივებს განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO შუქურას პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში, 6-27 ივლისს შუქურაში მუსიკალური სესიები გაიმართება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების: გუგა ხელაიას, ზუკა ყიფოს, თემურიკო დიასამიძის, Kordz-ის, Moku Moku-ს და სხვა გამორჩეული მუსიკოსების პერფორმანსებს. 14 ივლისს კი SOLO მომხმარებლები ევროპის ჩემპიონატის ფინალის ყურებას დიდ ეკრანზე […]

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს. გორის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში ახალგაზრდებმა პერფორმანსები „ძალა ერთობაშია“ და „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ წარმოადგინეს. „პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. სხვადასხვა თემატიკაზე პერფორმანსების ჩვენება გორის მიწისქვეშა გადასასვლელსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცშიც მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან და მოზარდებთან მუშაობენ რეჟისორები […]

ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამიტი იწყება

ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება. „ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები უკრაინისთვის არსებით პაკეტზე შეთანხმდებიან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და ის ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას, უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ […]

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც, […]

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია – პაველ ჰერჩინსკი

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე […]