10 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6189 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, […]

ევროკავშირის ელჩი – იმ მომენტში, როცა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით

იმ მომენტში, როცა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა, უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა. „მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობებს ვუწევდით, პირდაპირი საბიუჯეტო […]

გაატარეთ დაუვიწყარი ზაფხული „შუქურა“ ციხისძირში – „შუქურას“ პარტნიორია SOLO

SOLO მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს SOLO „შუქურას“ პარტნიორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, 6-27 ივლისს, „შუქურაში“ მუსიკალური სესიები გაიმართება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ქართველი არტისტების: გუგა ხელაიას, ზუკა ყიფოს, თემურიკო დიასამიძის, Kordz-ის, Moku Moku-ს და სხვა გამორჩეული მუსიკოსების პერფორმანსებს. 14 ივლისს […]

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, – […]

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის, საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ორგანიზებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეახოს, ამავე დროს კი, ღიად განაცხადოს, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე არ გავრცელდება

„საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებამ“ მკაფიოდ უნდა აღნიშნოს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება. შესაბამისად, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, იმ შემთხვევაში თუ „ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს, პარტია მზადაა, ამნისტიის პროექტის მხარდაჭერის საკითხი განიხილოს. „ჩვენი […]

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას. „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ წინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა […]

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გაიხსნა

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გაიხსნა. ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა, საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ესტუმრნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები ორი პოლიტიკური ჯგუფიდან: “თავისუფალი დემოკრატები” […]

ვარკეთილში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-3 კვარტლის „გ“ კორპუსში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ავარიულ კორპუსში 36 ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც დედაქალაქის მერია დროებით ქირით გაიყვანს. „არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც […]

პრეზიდენტი აშშ-სა და EU-ის გადაწყვეტილებებზე: პასუხია ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით შეჩერებასა და EU-ის მიერ თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინვაზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ზურაბიშვილი წერს, რომ ორივე გადაწყვეტილება ხელისუფლების ანტიევროპული და ანტიდასავლური ქმედებებისა და რიტორიკის პასუხია. პრეზიდენტის განცხადებას უცვლებად გთავაზობთ: “აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: […]