ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღეს. ჟურნალისტებმა ელჩს აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე ჰკითხეს, რაზეც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა მან ისაუბრა თავდაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე. მან ასევე […]
ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრება შეჩერებულია

27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში შეხვდნენ ერთმანეთს და მათ მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა […]
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა, დაშავდა 170 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მომხდარის გამო კიევში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. კიევის საქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. აკრძალულია ყოველგვარი გასართობი აქტივობა.
ელჩი – თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა – ჩვენ თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ მიღებულ კანონს შედეგები მოჰყვებოდა – ახლა შედეგების დრო დადგა

27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა. „ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომლითაც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა ისარგებლოს. ეს ეხება საქართველოსაც, სადაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ნეგატიური მოვლენების განვითარება ვნახეთ, მათ […]
პაველ ჰერჩინსკი – დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს – ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ გაწევრიანების პროცესი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განმარტებას ელოდებიან

ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით ოქტომბერში გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – მიმდინარეობს. ელჩის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო გაწევრიანების პროცესის შემდგომ საფეხურზე […]
საგარო საქმეთა სამინისტრო – შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს

საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაკეთდა – შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ევროკავშირის გაფართოების ნაწილში, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს. კერძოდ, ჩანაწერის თანახმად, „ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაასრულოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე […]
კორძაია, ჯაფარიძე, ბაქრაძე და ახვლედიანი ენმ-სტრატეგია აღმაშენებლის პლატფორმას შეუერთდნენ

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის წარადგინეს. პლატფორმას უერთდებიან დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე. “26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია. რეფერენდუმად რუსეთსა და ევროპას შორის. 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ვეძებოთ ის თუ რა გვაერთიანებს. ახლა […]
NATO-ს წევრები თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-ის ნიშნულის აწევას ლობირებენ

NATO-ს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი რუსული საფრთხის გამო თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-ის გამოყოფის ნიშნულის გაზრდას უჭერენ მხარს. როგორც ცნობილია, ამის შესახებ დისკუსიები ვაშინგტონში NATO-ს სამიტზე გაიმართება, რომელიც 9-დან 11 ივლისამდე გრძელდება. “ჩვენ დავინახეთ წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტიპის ვალდებულებისკენ ჰააგის სამიტზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიშნული ავიდეს 2.5 ან 3%-მდე” – თქვა ესტონეთის […]
ჰერჩინსკი: სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

27 ივნისს, ზუსტად ათი დღის წინ, ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერმინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის მომავალი სტრატეგიული დღის წესრიგი. შეთანხმდნენ მომავალში ევროკავშირის ლიდერების ვინაობის შესახებ. მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მტკიცე ვალდებულება უკრაინის დაცვის მიმართ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. […]
ორგანიზაციამ “კავშირი სიცოცხლისთვის” ონკოპაციენტების ულიმიტო მკურნალობისთვის პეტიცია შექმნა

ონკოპაციენტების ულიმიტო და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველსაყოფად პაციენტთა ორგანიზაციამ კავშირი სიცოცხლისთვის პეტიცია შეიმუშავა. ორგანიზაციის მოთხოვნაა საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტების სრულფასოვანი, ევროპული სტანდარტით მკურნალობისთვის, გამოიყოს საკმარისი დაფინანსება, “ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან”. “საქართველოში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 000 ადამიანს უსვამენ კიბოს დიაგნოზს (სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით) და მათი რაოდენობა სამწუხაროდ დღითიდღე იზრდება. მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ ეს […]