„პოლიტიკა, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, ფასების საერთო დონის ზრდის ტემპის მიზეზი გახდება“ – Gnomon Wise

საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ნარჩუნდება. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ეკონომიკა, საშუალოდ, 8.9%-ით გაიზარდა. კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise-ი საქართველოში ეკონომიკის ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ასეთი ზრდა წლის დასაწყისში არსებულ პროგნოზებს თითქმის ორჯერ აღემატება. „მაღალი ზრდა წინა წლებშიც დაფიქსირდა. პანდემიის შემდეგ, სწრაფ აღდგენას რუსეთ-უკრაინის ეფექტი დაემატა. რუსეთიდან ადამიანური კაპიტალის დანიშნულების ადგილი საქართველოც […]
„ახალი ვირუსის გავრცელება…“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოთერიკოსი, გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „წინასწარმეტყველება.! 09.07.2024. ახალი ვირუსის გავრცელება!! ეს წინა ვიდეოშიც ითქვა. გაუფრთხილდით ერთმანეთს“,- წერს გოგა მანია.
კალაძე 30 მილიონზე: ივანიშვილს ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს ბიჭების დაფასებაა

მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ ქართუს იმ გადადგმული ნაბიჯისთვის, რაც ჩვენი ბიჭებისთვის გააკეთეს. იცით, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონი მიიღო. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის ჩვენი ბიჭების დაფასება და ზოგადად, სპორტის, ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება […] ეს ძალიან დიდი სტიმული და უბრალოდ ჩვენი […]
დავით სონღულაშვილი ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარსდგა – პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტზე მოხსენებით წარდგა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები მონაწილეობას იღებენ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც 8 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა. პლენარული სესიის გენერალური დებატების მთავარ თემას “ხელოვნური ინტელექტი და პარლამენტარიზმი“ წარმოადგენდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას დავით […]
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 559 ბავშვია დაღუპული

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 559 ბავშვი დაიღუპა და 1449 დაიჭრა. განახლებული მონაცემები დღეს, 9 ივლისს გამოაქვეყნა უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა. ინფორმაცია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს ეფუძნება. სავარაუდოა, რომ დაღუპული ბავშვების რიცხვი გაცილებით მეტია. 8 ივლისს, კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევას 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.12 დაიჭრა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, დაიღუპნენ 8 და 14 წლის […]
„იქნება სხვა ნაბიჯებიც“ – ევროკავშირმა საქართველოს 30 მილიონი ევროს დახმარება შეუჩერა

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“. „ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც… ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ […]
გია ჯაფარიძე – მმართველი პარტია წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია – ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო

„ქართული ოცნება“ წლებია ცდილობს დანერგოს ლეგენდა, რომ „ქართული ოცნება“ უძლეველია. ერთიანობამ, რომელიც გუშინ დაინახეს, როგორც ჩანს, ისინი დააფრთხო, – ასე აფასებს ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ წევრი, გია ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „სამი პოლიტიკური ცენტრითაც კი გამორიცხულია „ქართული ოცნების“ დამარცხება“. როგორც ის განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ მომხრეები კი არა, მოძულეები ჰყავს ქვეყანაში. […]
გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი – ჩვენ კარს ვუღებთ აბსოლუტურად ყველას, დიდი ერთიანობით, ეროვნული ერთიანობით

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში გეგმავენ, რომ მთელი საქართველო მოიარონ და ერთიანობაში მთელი საქართველო ჩართონ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ჩვენ ერთიანობას სტარტი მივეცით.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანობას ახალ ადამიანებთან ერთად, ერთიანობას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ერთიანობას მოქმედ პარლამენტარებთან […]
ივერთუბანში წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო

ივერთუბნის დასახლების 32 მისამართზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები მოეწყო. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განმარტა, აღნიშნულ ქსელზე 1 000-მდე მოსახლე დაერთდა. „დაპირებისამებრ, განვაგრძობთ დედაქალაქში წყალარინების ქსელების მოწყობას. ამ მიმართულებით გვაქვს მთელი რიგი პრობლემები, რადგან არის უბნები, სადაც არანაირი კომუნიკაციები არ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი […]
პაველ ჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს

ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან სწრაფად მობრუნდება და […]