კახა გოგოლაშვილი – თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის – ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე დადგა

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდება, ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის რისკებს შექმნის. გოგოლაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია ის ვითარება, რაც საქართველოშია. „არაფერია დამალული, რასაც აქამდეც აცხადებდა ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ყველა ინსტიტუტი, ის ხდება, ურთიერთობები დაბალ […]

თინა ბოკუჩავა – „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს – ხელისუფლების ცვლილებისთანავე აღვადგენთ პარტნიორების დაფინანსებას და გავხსნით მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე

მაშინ, როდესაც წარსულში ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მუდმივად იზრდებოდა, რათა დაჩქარებულიყო ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ახლა ვხედავთ, რომ ხდება ამ დახმარების გაყინვა ან შეკვეცა, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, […]

პაველ ჰერჩინსკი – ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ სიტუაციას, ერთ-ერთი შესაძლო ზომა არის სანქციები, მაგრამ ამ მომენტისთვის ერთსულოვნება არ არსებობს

ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, საკუთარი მომავალი მთავრობა ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს და მომავალი მთავრობის გადასაწყვეტია ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რა იქნება ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ნაბიჯები, თუკი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არაფერი შეიცვლება. „ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, საკუთარი მომავალი მთავრობა ქართველმა ხალხმა უნდა […]

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – 1989 წ. დაბადებული ჯ.მ, 1950წ. დაბადებული მ.ბ. და 1999 წ. დაბადებული ქ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. როგორც სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]

10 თვეში გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის გამო 6 100-ზე მეტი ავტომობილი დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობის 6 189 შემთხვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 2946 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1242 – ქუთაისში, 1051 – ბათუმში, 950 კი, ქალაქ რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6189 სამართალდამრღვევიდან, 5405 ფიზიკური პირია, ხოლო 784 – […]

„გახარია საქართველოსთვის“ მთავრობას მოუწოდებს, ამნისტია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსაც შეეხოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია რუსული კანონის გაპროტესტების გამო დაკავებულ და დაჯარიმებულ ყველა ადამიანს შეეხოს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა ამნისტია შეეხოს რეალურ დამნაშავეებს და არ შეეხოთ მათ, ვისი ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. „ჩვენი გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაანონსებული […]

“ესპანეთში პატივს არავის და არაფერს სცემენ” – მორატა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

მადრიდის “ატლეტიკოსა” და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ El Mundo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, რადგან “ფურია როხას” გულშემატკივრებისგან დიდ ზეწოლას გრძნობს. “უბედური ნამდვილად არ ვარ, თუმცა ესპანეთში ძალიან რთულია, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო. ხალხი სიამოვნებას იღებს, როცა მაკრიტიკებენ. თუ ყვითელ ბარათს ვიღებ, ზოგიერთი ამბობს: “იმედია, კიდევ ერთ ყვითელ ბარათს მიიღებს, რადგან მის […]

მიქაუტაძისთვის ბრძოლაში იტალიური კლუბიც ჩაერთო

“რომა” “მეცის” ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად “ჯალოროსის” მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი ინტერესდება. გამოცემის ინფორმაციით, “რომას” აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის მიქაუტაძისთვის ბრძოლაში “მონაკო” ლიდერობს. შეგახსენებთ, “მეცმა” მიქაუტაძე “აიაქსიდან” 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ფრანგული კლუბი გიორგის სანაცვლოდ მინიმუმ […]

რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული – პაველ ჰერჩინსკი

რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ეს თავად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები. „საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ერთხმად, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გასული წლის დეკემბერში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა […]

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის პირველი კურსის სტუდენტის, გემის მომავალი კაპიტნის, ლიზი ქავთარაძის სწავლის ერთი წლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმოდ გადაეცა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მესამე წელია, მხარს უჭერს საზღვაო განათლებასა და ამ სფეროში ქალთა როლის გაძლიერებას. „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ წინა წლებში კიდევ ორ გოგონას დაუფინანსა სწავლა […]