გაერო აღშფოთებულია ღაზიდან ევაკუაციის თაობაზე ისრაელის ბრძანების გამო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 ივლისს პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ ისრაელმა მასობრივი ევაკუაციის განკარგულება გასცა ღაზაში. ორშაბათს ისრაელმა ევაკუაციის თაობაზე გაფრთხილება გაავრცელა ქალაქ ღაზის უდიდეს ნაწილზე, რის შემდეგაც გააფთრებული ბრძოლები დაიწყო. გაეროს ადამიანის უფლებების უწყებამ განაცხადა, რომ „აღშფოთებულია“ სამოქალაქო პირების მიმართ გამოცემული ახალი განკარგულებებით. უწყების თანახმად მრავალი მშვიდობიანი მოსახლე „მრავალჯერ გადააადგილეს ძალით და ისინი ევაკუაციის […]

სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უწყებებმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ პენიტენციურ სისტემაში გამოვლენილი გამოწვევები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები განიხილეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს სისტემაში მიმდინარე პროექტებისა და პოზიტიური სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ […]

რელიგიის სააგენტო ქართულ-ამერიკულ კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ” გაიხსნა მეორე ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად”. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტი”. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, „გლობალური […]

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა

8 ივლისს შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა. ფედერალური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შვეიცარია უერთდება ევროკავშირის 24 ივნისის გადაწყვეტილებას რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის გამო სანქციათა პაკეტის გაფართოების შესახებ და შეზღუდვებს კიდევ 69 ფიზიკური და 86 იურიდიული პირის წინააღმდეგ აწესებს. შვეიცარიის სანქციების სამიზნე არიან ფიზიკური პირები – ძირითადად ბიზნესმენები, პროპაგანდისტები, შეიარაღებული ძალებისა და […]

ლებეფი თვლის, რომ მბაპე სასტარტოში არ უნდა დააყენონ

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს. “ვფიქრობ, ჩვენ კილიანთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს. თუ შენ ტრავმირებული ხარ და 100%-ით თამაში არ შეგიძლია, მაშინ ჯობია საერთოდ არ ითამაშო. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს შეუძლია თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% მოგცეს, მაშინ გუნდს ცუდ სამსახურს უწევს. მბაპეს არ შეუძლია ხეირიანად […]

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია – Bloomberg

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია – Bloomberg Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი […]

პაპუაშვილის თქმით, 2014-ში EU-ს სამხედრო მისია „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გადაარჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის განცხადებას საქართველოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების შესახებ. საპასუხოდ პაპუაშვილმა დაწერა, რომ 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისია გადაარჩია. პარლამენტის სპიკერს არაფერი უთქვამს ევროკავშირის ამჟამინდელი გადაწყვეტილების მიზეზებზე. „უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ […]

სამადაშვილი: ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი, ვაგრძელებთ კონსულტაციებს

“ხალხი ელოდება არამხოლოდ ორპოლუსიანობის დარღვევას, არამედ ელოდება ასევე სიახლეს და ახალი ვერ იქნება კარგად დავიწყებული ძველი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე გვჯერა” – ასე ეხმაურება პარტია ლელოს ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებულ კითხვას. “ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, სხვადასხვა აქტიური მოქალაქეების ჯგუფებთან” – თქვა სამადაშვილმა. ფორმულას კითხვაზე, ლევან ცუცქირიძის თავისუფლების მოედანს გულისხმობს […]

მინისტრი – საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული გვაქვს ვალდებულებები, რასაც ვასრულებთ, შესაბამისად, სამხედრო დახმარების გაყინვაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია, არსად არ წასულა. მისივე განცხადებით, საქართველოს კიდევ უფრო მეტად […]

ილია დარჩიაშვილი – ქართული მხარის მონაწილეობა ნატოს საიუბილეო სამიტში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი – საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა

აშშ-ის დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი – ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოწვეულია და მონაწილეობს ამ სამიტში, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის დედაქალაქში, საქართველოს ნატო-ს საიუბილეო სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ […]