მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ “კლანური მმართველობაა” – საიას ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N12 ანგარიში წარადგინა. მონიტორინგი ეხება 2023 წლის 1 იანვარი-31 დეკემბრის პერიოდს. ანგარიშში მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზეა საუბარი. საია-ში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდში საჯაროობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. დოკუმენტის მიხედვით: მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა ე.წ. კვლავ “კლანური მმართველობაა“. […]
ტურიზმის ინდუსტრიამ კენიას რეკორდული 7.7 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანა – WTTC

WTTC-ის Economic Impact Research-ის თანახმად, 2023 წელს სამოგზაურო და ტურიზმის ინდუსტრიამ კენიას 1 ტრილიონი კენიური შილინგი (KES), ანუ $7.7 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანა. სექტორში დასაქმების მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1,55 მილიონს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ქვეყნის მასშტაბით 13-დან ერთს ასაქმებს. შიდა მოგზაურების ხარჯებმა 2023 წელს 466 მილიარდ KES-ს გადააჭარბა, რაც თითქმის 15%-ით […]
ბულგარეთმა გაზპრომის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ „ბულგარგაზ“ რუსული „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. საქმე ეხება 2022 წელს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რის გამოც ბულგარეთი რუსული კომპანიისგან 400 მილიონ ევროს კომპენსაციის სახით ითხოვს. სარჩელი უკვე შევიდა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან რუსეთმა ბულგარეთთან მოლაპარაკებაზე და მორიგებაზე უარი თქვა. „მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ არ მიიღო ზომები ამ […]
პარიზის პროკურატურამ ლე პენის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამოძიება დაიწყო

2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მარინ ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების წყაროებით საფრანგეთის საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. პარიზის პროკურატურის თქმით, მათ საქმის მასალების შესწავლა დაიწყეს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ულტრამემარჯვენე ეროვნული ძალის ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის მოქმედ პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. გამოძიება მიმდინარე წლის 2 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის პოლიტიკური დაფინანსებისა […]
დარჩიაშვილის განცხადებით, გაუგებარია ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაყინვის გადაწყვეტილება

ევროკავშირის მიერ საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს შეჩერების გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა. მინისტრი აღნიშნავს, რომ დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურებოდა და გაუგებარია, მისი გაყინვის გადაწყვეტილება. „ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია […]
დარჩიაშვილის აზრით, EU-ის მიერ 30 მლნ-ის გაყინვა “მიკრო დონეზე” მიღებული გადაწყვეტილებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი “გაუგებარს” უწოდებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინოს საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო. მინისტრის შეფასებით, ეს “მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით”. “მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების […]
ქონების დეკლარირების ვალდებულება გავრცელდეს აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველა პირზე – GRECO

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი“ მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს საქართველოში კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების შესახებ. ანგარიშში განსაზღვრულია რეკომენდაციების სია, რომელიც საქართველომ ანტიკორუფციული მიმართულებით უნდა გადადგას. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქონების დეკლარირების ვალდებულება უნდა გავრცელდეს უმაღლესი აღმასრულებელი ფუნქციების მქონე ყველაზე პირზე, მათ შორის პრემიერისა და მინისტრების ყველა მრჩევლებზე. ამასთანავე, რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაზუსტდეს ოჯახის […]
„1-ლი ივლისის მონაცემებით ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული – წლის ბოლომდე, ალბათ 10-ჯერ მეტი იქნება, გასულ წელთან შედარებით“

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 1-ელი ივლისის მონაცემებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ყივანახველას 700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, 2024 წელი ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებით გამოირჩევა. „გასულ წელს, მთელი წლის განმავლობაში, 119 შემთხვევა გვქონდა დაფიქსირებული. წელს, 1-ელი ივლისისთვის, შემთხვევათა რაოდენობა […]
გაუგებარი მიკრო გადაწყვეტილებაა – დარჩიაშვილი EU-ს სამხედრო დახმარების შეჩერებაზე – Netgazeti • ევროკავშირი • ილია დარჩიაშვილი • Netgazeti.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გაუგებარია ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას შეეხება. მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა და საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება. „ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და […]
თურქეთში „თურქეთელ ქართველთა ემიგრაციის პირველი საერთაშორისო დღე“ გაიმართა

7 ივლისს ტრაპიზონში ღონისძიება – „თურქეთელ ქართველთა ემიგრაციის პირველი საერთაშორისო დღე“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ორდუს კავკასიის ქართული კულტურისა და განვითარების, უნიეს აჭარის ქართველთა მეგობრობისა და კულტურის ასოციაციებისა და ფაცას ქართული კულტურისა და მეგობრობის პლატფორმის ორგანიზატორობითა და ორდუს მერიის მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა „ქართული წარმოშობის დიდებულების ბიოგრაფიები“, სადაც წარმოდგენილი იყო ოსმალეთის სახელმწიფოში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი […]