ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო 75-ე სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საიუბილეო 75-ე სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული […]

უნდა გვახსოვდეს, რომ 2014-ში აფრიკაში EU-ს მისია ჩაშლას გადავარჩინეთ – პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარება შეაჩერა, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ერთ-ერთ მისიაში ქართველი სამხედროების გადამწყვეტი როლი გაიხსენა. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისია ჩაშლისგან სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ იხსნა. „უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური […]

ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ $7.3 მილიარდს მიაღწია – Bloomberg

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა. საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ […]

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, – […]

ევროკავშირმა საქართველოსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება გაყინა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ბლოკმა, საქართველოსთვის, 30 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაყინა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ახლა ურთიერთობის „დაბალი წერტილია“. თბილისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ამ დროისთვის, თანხა, რომელის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონი ევროა, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, ,,ქურდული სამყაროს“ […]

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული […]

დარჩიაშვილი EU-ზე: ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები

მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ოკუპაცია არსად არ წასულა, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იმისთვის, რომ უფრო მეტად შევძლოთ იმ საფრთხეების გამკლავება. შესაბამისად, იმედი […]

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ გაფრინდაშვილმა საინფორმაციო ბიულეტენის გაცნობის მიზნით, შეხვედრა გამართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილე ილია ჯალაღანია და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებას ქვემო ქართლის მხარეში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.