Reuters – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს შეხვედრის დროს უთხრა, რომ „უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია“

გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ, – გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა. მოდის განცხადება რუსეთის მიერ 8 ივლისს კიევში საბავშვო კლინიკაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მოყვა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია. „მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული […]

სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ იქ არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) და სხვადასხვა საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობით დაიგეგმა. „აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების […]

ივანიშვილის ქონება $700 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, $7.30 მილიარდს მიაღწია

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 9 ივლისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი $7.30 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია. გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 369-ე ადგილს იკავებს, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე $700 მილიონით გამდიდრდა, რაც მისი ქონების 10.6%-იანი ზრდაა. Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის ინვესტიციები დივერსიფიცირებულია. როგორც გამოცემა ივანიშვილის კომენტარებზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოდ, მისი ქონების […]

გიორგი მამარდაშვილს კომპანია X2 Development-მა ბინა აჩუქა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Kazbegi Residence-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მომავალი მობინადრე გახდა. კომპანია X2 Development-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს საბურთალოზე, Kazbegi Residence-ს საცხოვრებელ კომპლექსში ბინა აჩუქა. Kazbegi Residence პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია საბურთალოზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობით. Kazbegi Residence-ის პროექტში, ყველაფერია მაცხოვრებლების კომფორტისათვის: რეკრეაციული სივრცე, საბავშვო […]

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საიუბილეო 75-ე სამიტს და მის ფარგლებში განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს. აღინიშნა, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული […]

კრემლი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ვაშინგტონი თბილისში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს, ვაშინგტონი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს. “საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს ძალაუფლების შეცვლას საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე შეიმუშავა […]

ილია დარჩიაშვილი – კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია – დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”, – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის […]

ილია დარჩიაშვილი – ქართული მხარის მონაწილეობა ნატო-ს საიუბილეო სამიტში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი – საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა

აშშ-ის დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი – ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოწვეულია და მონაწილეობს ამ სამიტში, ეს არის გზავნილი, რომ საქართველო რეგიონში ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის დედაქალაქში, საქართველოს ნატო-ს საიუბილეო სამიტში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ქართული მხარე აღნიშნულ […]

ილია დარჩიაშვილი – ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს – მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება. აღნიშნულს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი”, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

ბულგარულმა გაზის დისტრიბუტორმა „ბულგარგაზმა“ სარჩელი შეიტანა „გაზპრომის“ წინააღმდეგ

ბულგარულმა გაზის დისტრიბუტორმა „ბულგარგაზმა“ სარჩელი შეიტანა რუსულ კონცერნ „გაზპრომის“ წინააღმდეგ. ბულგარული კომპანია ორ წელზე მეტი ხნის წინ ბუნებრივი აირის მიწოდების ცალმხრივად შეჩერების გამო 400 მილიონ ევროზე მეტი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია „ბულგარგაზის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. სარჩელი პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანეს. ბულგარელი დისტრიბუტორი აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისის ბოლოს რუსულ […]