გიორგი რუხაძე – ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია – თუ არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა, იზოლაცია გაგრძელდება

ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკის გადახედვა დაწყებულია, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გეგმავდნენ, გაყინულია. როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, თუკი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნება“ […]
თბილისის მერია – ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება. მერია საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან მათი თქმით, აღნიშნული საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ. „გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით ვრცელდება […]
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს – კაცობრიობის ნაგავია

რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს, რომ ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს – კაცობრიობის ნაგავია, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravam-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ კიევზე, მათ შორის საბავშვო კლინიკაზე, განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეს რუსეთის ელჩი დაიბარა. „მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის […]
„უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა შემზარავია“ – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს

Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა: „მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია“ ინდოეთის პრემიერმინისტრი რუსეთში გუშინ, 8 ივლისს ჩავიდა.
სასაცილოა ამერიკის დამოკიდებულება, 30 მლნ ევროზე რომ საუბრობენ – დავით ქართველიშვილი
სასაცილოა ამერიკის დამოკიდებულება, 30 მლნ ევროზე რომ საუბრობენ – დავით ქართველიშვილი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ანალიტიკოსის თქმით, ჰერჩინსკიმ დღეს გაკეთებული განცხადებით თქვა, რომ იმ ძალას, რომელიც მათ არ ემორჩილება – პრობლემას შეუქმნის, ხოლო 26 ოქტომბერს დასავლეთისთვის სასურველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში […]
საქართველოში გარდაცვალების მთავარი მიზეზები სიმსივნე და სისხლძარღვთა დაავადებებია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასულ 2023 წელს საქართველოში 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით (13 %-ით ნაკლებია). ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს. სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებების ჩამონათვალი ასეთია: 2023 წელს საქართველოში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით 17 100 ადამიანი გარდაიცვალა, სიმსივნით 4 939 ადამიანი, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 3 214 ადამიანი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობებით […]
რუსეთში რეჟისორს და დრამატურგს “ტერორიზმის გამართლებისთვის” 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ორშაბათს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დრამატურგს და თეატრის რეჟისორს “ტერორიზმის გამართლებისთვის”. უფლებადამცველების თქმით, ამან აჩვენა რუსეთის შეუწყნარებლობა ხელოვნების თავისუფლების მიმართ. 39 წლის რეჟისორი ჟენია ბერკოვიჩი და 44 წლის დრამატურგი სვეტლანა პეტრიჩუკი, გასული წლის მაისში დააკავეს სპექტაკლ “ფინისტი, მამაცი ფალკონი” დადგმის გამო. ნაწარმოები რუს ქალებზეა, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე ქორწინდებიან. ეს საქმე რუსი […]
ნარენდრა მოდი პუტინს: “გული სისხლისგან იცლება” როდესაც ბავშვები იღუპებიან

სამშაბათს, კიევში საბავშვო საავადმყოფოზე სასიკვდილო დარტყმიდან მეორე დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ უმანკო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და შემაძრწუნებელი იყო. სტუმრად მყოფი ინდოელი ლიდერის კრიტიკული შენიშვნა არაპირდაპირი საყვედური იყო პუტინის მიმართ, რომელმაც მოდი კრემლში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობის თაობაზე თბილი განცხადებით მიიღო. უკრაინა ამბობს, რომ ბავშვთა საავადმყოფოში, რომელსაც ორშაბათს რუსული […]
ბაიდენი ნატოელ მოკავშირეებს ვაშინგტონში მასპინძლობს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ნატოს საიუბილეო, ვაშინგტონში სამიტზე მასპინძლობს. ნატო 75 წლის წინ სწორედ ვაშინგტონში დაარსდა. ბაიდენისთვის ეს კიდევ ერთი მცდელობაა დაარწმუნოს ყველა, როგორც შინ, ისე საერთაშორისო არენაზე, ლიდერობისთვის საჭირო ყველა უნარი გააჩნია და მეორე ვადით ამერიკის პრეზიდენტობა შეუძლია. 81 წლის ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რბოლას 78 წლის რესპუბლიკელი დონალდ […]
„სასამართლო სისტემაში მთავარი გამოწვევა კორპორატივიზმია“ — საია-ს ანგარიში

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მორიგ ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში მთავარი გამოწვევა იქ არსებული კორპორატივიზმია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის არაერთი ტალღისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, მართლმსაჯულების სისტემა კვლავ სისტემური გამოწვევების წინაშეა. საიას განცხადებით, თუკი წლების წინ ძირითადი პრობლემა ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის კონტროლი იყო, დღესდღეობით სტრუქტურის შიგნით […]