რა წერია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნაში საქართველოზე

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. საქართველოზე საუბრის დაწყებისთანავე საბჭო აღნიშნავს, რომ “კიდევ ერთხელ ადასტურებს კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე”. დასკვნაში გამეორებულია ევროკავშირის “სერიოზული შეშფოთება” საქართველოს მთავრობის ქმედებების მიმართ, მათ შორის საუბარია რუსული კანონისა და “სხვა კანონმდებლობების” მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაშია EU-ის პრინციპებთან და ღირებულებებთან. საბჭო “მწუხარებას გამოთქვამს” მთავრობის მიერ ბოლოს მიღებული […]

“ტაძარში ფიზიკურად არ შემოჭრილან” – დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუ “პუბლიკასთან”

13 დეკემბერს მიმდინარე მარშის დროს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში “შეჭრისა და დარბევის” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ პუბლიკა ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა. “არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან”, – ასე უპასუხა დეკანოზმა გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვას. პუბლიკას ინტერვიუს ეს ნაწილი ეხება ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან საპროტესტო მარშის მონაწილეებსა და დეკანოზს შორის […]

კობახიძის მადლობის პასუხად რუმინეთი ამბობს, რომ EU-ის დისკუსია არაზუსტად იქნა წარმოდგენილი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოს დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს 5 ქვეყანას, მათ შორის რუმინეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა. რუმინეთის საგარეო უწყების თანახმად, მათი პოზიცია “არასწორად იქნა წარმოდგენილი”. “ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ […]

რუმინეთის საგარეო უწყება – იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გამო – ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გამო , – ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ამასთან, რუმინეთის საგარეო უწყება იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის არჩევანის გამო. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში […]

შავი ზღვის სანაპიროზე მაზუთით დაბინძურება აღმოაჩინეს რუსული ტანკერების ჩაძირვის შემდეგ

მისი თქმით, ნავთობპროდუქტები ნაპირზე ათეული კილომეტრის მანძილზე გამოირიყა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვესელოვკიდან ანაპის სოფელ ბლაგოვეშჩენსკაიამდე. ორ მუნიციპალიტეტში ოპერატიული შტაბები ამუშავდა. ადგილზე იმყოფება ოპერატიული სამსახურების 267 თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისეები ეხმარებიან. ტემრიუკისა და ანაპის რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტელეგრამის არხი „კრიმსკი ვეტერი“ წერს, რომ სოფელ ვოლნაში, ქერჩის სრუტის სანაპიროზე, მაზუთით დასვრილი რამდენიმე ჩიტი აღმოაჩინეს. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თქვა, […]

დავითაშვილის “სენტ-ეტიენს” შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს

გადაყენებული ოლივიე დალ’ოლიოს ნაცვლად “სენტ-ეტიენის” მწვრთნელად შეიძლება 49 წლის ნორვეგიელი ეირიკ ჰორნელანდი დანიშნონ, – იტყობინება Foot Mercato. ჰორნელანდმა რამდენიმე დღის წინ “ბრანი” დატოვა და შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან აქვს, ამდენად “სენტ-ეტიენისთვის” მისი დაყოლიება ადვილი არ იქნება. აგრეთვე განიხილავენ პარიზის “რედ სტარის” თავკაცის ჰაბიბ ბეის კანდიდატურას, თუმცა ის პრიორიტეტული არ არის. “სენტ-ეტიენი”, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, […]

ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს – TASS

TASS-ის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 2025 წლის თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, მაგრამ მისი გუნდი მონაწილეობას მიიღებს. რუსული სააგენტოს წყარო ამბობს, რომ შესაძლოა კანდიდატად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა დასახელდეს. 14 დეკემბერს ბჟანიამ TASS-ს განუცხადა, რომ აპირებდა შეექმნა საკუთარი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა […]

„სასწაულია, ჯერ რომ არავინ მოკლეს“ — მაკკეინის ინსტიტუტი დემონსტრანტებზე ძალადობაზე

ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებით, მათი მისია, რომელიც 9-13 დეკემბერს საქართველოში იმყოფებოდა, შეშფოთებულია სახელმწიფოს მიერ ძალადობის გამოყენებით აქციების მონაწილეების მიმართ. „მისია შეშფოთებულია ძალადობის მასშტაბითა და სისასტიკით აქციების მონაწილეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. სასწაულია, ჯერ რომ არავინ მოკლეს, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. თუ მკვლელობა მოხდება მთავრობის “ტიტუშკების” მიერ, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო […]

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – საპროტესტო აქციას მსვლელობით საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები და ისტორიკოსები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი. მოქალაქეები უკვე მე-20 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. პარალელურად, რამდენიმე დღეა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან საპროტესტო მარშს მართავენ. დღესაც, დღის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მარში მოეწყო – იყო სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა. ასევე დღევანდელ აქციას შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის […]

ბრიტანეთის მარეგულირებელმა დაამტკიცა Carlsberg-ის გარიგება Britvic-ის 3,3 მილიარდ ფუნტად ყიდვის შესახებ

გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანომ (CMA) დაამტკიცა გამაგრილებელი სასმელების ბრიტანული მწარმოებელი Britvic-ის შესყიდვა დანიის ლუდსახარში Carlsberg-ის მიერ 3,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (4,2 მილიარდი აშშ დოლარი), ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. კომპანიებმა გარიგების შესახებ მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადეს. მისი თანხა, Britvic-ის ვალის გათვალისწინებით, 4,1 მილიარდი ფუნტი იქნება. Britvic ფლობს რიგ საკუთარ ბრენდებს, ასევე ექსკლუზიურ უფლებებს PepsiCo სასმელების […]