სადაზღვევო ინდუსტრია იზრდება არა დაზღვეულთა რაოდენობის ინტეგრაციით, არამედ ფასების კორექტირებით – სოფო ლებანიძე

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის ზრდა ძირითადად დაზღვევის გაძვირებითაა განპირობებული და არა დაზღვეულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით. როგორც სოფო ლებანიძემ BMG-ის განუცხადა, წლიურ ჭრილში სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის 25 ათასით გაზრდა უმნიშვნელოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სადაზღვევო სექტორი მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე არ მუშაობს. „წელს 9 თვეში მოზიდული […]

რუმინეთის საგარეო უწყება – იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გამო – ვიმეორებთ ძლიერ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე

შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე, – ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ამასთან, რუმინეთის საგარეო უწყება იმედგაცრუებას გამოხატავს ევროკავშირის შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენაზე. “ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილების გამო. […]

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის, ჯამში, 10 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს – ფლანგვის დეტექტორი

თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის, ჯამში, 10 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს: ,,თბილისის მერია და შპს თბილსერვის ჯგუფი წლებია ახალი წლის აღსანიშნავად ტენდერების ნაცვლად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ. 2024 წელს თბილისის მერია ელ.ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის გზით ახალი წლისთვის ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თბილისში საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთო, […]

კარდინი: “ოცნებამ” პრეზიდენტად ანტიამერიკელი პროვოკატორი აირჩია

ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ამბობს, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ. “სენატორი კარდინი გმობს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” განგრძობით ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათის წინააღმდეგობრივი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების, რომელიც იმ პარლამენტმა ჩაატარა, რომელსაც ქართული საზოგადოება და […]

დიზი-ლახამულას და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ100 (დიზი-ლახამულა) და კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ30-კმ89 (ჯვარი-დიზი) და კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) […]

რუსეთმა ნაბიჯი გადადგა ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოსაღებად

სამშაბათს სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქმნის მექანიზმს ორგანიზაციების ამოსაღებად ტერორისტულთა სიიდან. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იქნეს ამოღებული ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, თუ მან შეწყვიტა ტერორიზმის ხელშეწყობა, გამართლება და მხარდაჭერა. დოკუმენტი სახელმწიფო დუმას 25 ნოემბერს გადაეცა განსახილველად. 10 დეკემბერს დეპუტატებმა ის პირველი მოსმენით მიიღეს. რუსეთის ხელისუფლება […]

ევროკავშირის საბჭო გამოხატავს “სერიოზულ შეშფოთებას” საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭო 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში მიმოიხილავს საქართველოში არსებული ვითარებას. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავე დროს, ის იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით. ანგარიშში საბჭო გამოთქვამს წუხილს საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ასევე “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა […]

„მთავრობა ჩვენს ხარჯზე პარაზიტირებს“ – ბიზნესზე წნეხი თუ საბიუჯეტო დანაკლისის შევსების მცდელობა

„მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ გვაქვს დემოკრატიის სრული ეროზია და დემოკრატიული ინსტიტუტების სრული განადგურება. სახელმწიფოებრიობის სერიოზული საფრთხეების წინაშე ვდგავართ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა მიმდინარე პროცესებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ბიზნესისთვის გაზრდილ გადასახადებზე კომენტირებისას ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით, ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით […]

„რეგიონებში ახალი წლისთვის ჯავშნებს ვიღებთ, მაგრამ ეს გარანტირებული არ არის“ – ერეკლე კოკაია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ბიზნეს სექტორზე ნეგატიურად აისახა, განსაკუთრებით კი ეს ტურისტულ სექტორს შეეხო. სასტუმროების ნაწილს გაუუქმდათ ჯავშნები. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ინ ჯგუფის“ დამფუძნებელს ერეკლე კოკაიას აცხადებს, პრობლემები შეეხო ჯგუფის მართვის ქვეშ მყოფ სასტუმროებსაც, გაუქმდა ჯავშნები, განსაკუთრებით კი კორპორატიული სეგმენტის მიმართულებით. „გაუქმდა ჯავშნები, განსაკუთრებით შემცირდა კორპორატიული ჯავშნები, რაც ყველაზე შემოსავლიანია. ასევე, ჯავშნები გააუქმეს სომხეთიდან და ევროპის […]

რუსთაველის გამზირის მიმართულებით მარში – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას სახელწოდებით – „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“ მართავენ. მსვლელობაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებმაც განათლება დასავლურ ქვეყნებში მიიღეს ან სურთ, რომ დასავლეთში განაგრძონ სწავლა. გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე შეუერთდნენ „საუნივერსიტეტო საზოგადოების მარშის“ წევრები. მარშში გაერთიანებულები არიან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები, ასევე ისტორიკოსები. მანიფესტანტებს […]