სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი“- კახა კინწურაშვილი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა “ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ სხვადასხვა აქციებზე რამდენიმე სტატუსით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული. “თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი, მსახიობი ვარ და მსახიობების აქციაზეც ვიყავი, მეღვინე ვარ და მეღვინეების აქციაზეც ვიყავი. იქ ვართ სადაც საჭიროა. საუბარია დღეს რომ იმის გვერდზე არ […]
“ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები!..“- ლევან წულაძე

რეჟისორი ლევან წულაძე „კვირის პალიტრასთან“ გამოთქვამს მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. “გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე. მერე გვიკვირს, ეს რატომ მოხდა, გვიჭირს საკუთარი პოზიციის უარყოფა და შემდეგ ეს ყველაფერი უამრავ ადამიანურ და ცხოვრებისეულ დრამას ბადებს. ამიტომ ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები. […]
Pfizer 2025 წელს 61-64 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc. 2025 წლის შედეგებით, 61-64 მილიარდი დოლარის ფარგლებში შემოსავლის მიღებას გეგმავს – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. მოსალოდნელია, რომ კორექტირებული მოგება იქნება 2,8-3 დოლარი თითო აქციაზე. კვლევისა და განვითარების ხარჯები პროგნოზირებულია დაახლოებით $10,7-11,7 მილიარდი. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ აფასებენ კომპანიის შემოსავალს მომავალ წელს 63,2 მილიარდ დოლარად, კორექტირებული შემოსავალს აქციაზე 2,86 […]
,,სინამდვილეში დღეს პატიმრობაში არიან ქოცები“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,სინამდვილეში დღეს პატიმრობაში არიან ქოცები…სახლიდან თავს ვეღარ ყოფენ…”
უკრაინამ რუსეთის ქიმიური ჯარების სარდალი იგორ კირილოვი მოსკოვში მოკლა

სამშაბათ დილით, მაღალი რანგის რუს გენერალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვში თავს დაესხა და მოკლა. ეს ამ სახის ყველაზე მაღალი პროფილის ლიკვიდაცია იყო. მოკლულს უკრაინა ბრალს სდებდა, უკრაინული ჯარის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც სერიოზულ დანაშაულებს იძიებს განაცხადა, რომ გენერალ ლეიტენანტი იგორ კირილოვი, რომელიც რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარების სარდალი იყო, […]
კახა კოჟორიძე – ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო, მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს

შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს, – ამის შესახებ იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც კოჟორიძე წერს, კასრაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. “ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ […]
ევროპარლამენტის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით 18 დეკემბერს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი იყო. „საქართველოში ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც მთავრობამ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მასშტაბური საპროტესტო […]
სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა

2024 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპებმა 21% შეადგინა. უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია აღნიშნული. წელს ნოემბერში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა, ხოლო თიბისი ბანკის არხებით საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ (საშუალო ჩეკმა) 16 ლარი შეადგინა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში […]
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს დაავალა კომპენსაციის გადახდა აფხაზეთში საკუთრების მფლობელებისთვის

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა კომპენსაცია გადაიხადოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკუთრების მფლობელებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და 2008 წლის მოვლენების შემდეგ ვერ გამოიყენეს ქონება. საუბარია საქმეზე “ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ შესახებ. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენცია, “საკუთრების უფლებისა” და “საკუთრების უფლება და ოჯახური ცხოვრების” მუხლები. სასამართლომ […]