“თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი“- კახა კინწურაშვილი

მსახიობმა კახა კინწურაშვილმა “ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ სხვადასხვა აქციებზე რამდენიმე სტატუსით მიდის და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული.

“თუ იმაზეა საუბარი, რომ ვინ რომელ აქციაზეა – მე დევნილი ვარ და დევნილების აქციაზეც ვიყავი, მსახიობი ვარ და მსახიობების აქციაზეც ვიყავი, მეღვინე ვარ და მეღვინეების აქციაზეც ვიყავი.

იქ ვართ სადაც საჭიროა. საუბარია დღეს რომ იმის გვერდზე არ დავდგები, ამის გვერდზე არ დავდგები. იგივეა, როდესაც ეკლესიაში შედიხარ წირვაზე დასასწრებად, არ ფიქრობ იმაზე, ვის გვერდით დგახარ, ვის რა ცოდვა აქვს.

იგივეა დღეს ჩემთვის რუსთაველი. ჩემთვის დღეს ეკლესია არის ადამიანების ერთობა, სიყვარული, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ და რწმენა ადამიანებისა, რომლებმაც გადატეხეს შიში. დღეს ადამიანები იბრძვიან ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და მომავლისთვის“,- ამბობს კახა კინწურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი