სომხეთი დასავლეთსა და რუსეთს შორის

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა სომხეთი შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო სამიტის იმ მონაწილე ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ხელი არ მოუწერიათ შემაჯამებელ კომუნიკეზე, რაც, შესაძლოა, ყველაზე ზუსტი შეფასებაა იმისა, თუ დგას დღეს ერევანი რუსეთ-დასავლეთის ღერძზე. ერთი მხრივ, ერევანმა დასავლეთისკენ მიმავალი ქვეყნის დეკლარირებული პოზიციონირება გააგრძელა, სადაც დღეს ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებაა. თუ უკრაინაში რუსეთის […]

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ […]

გია ხუხაშვილი – ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური ცენტრის კონტურები, რაც კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაციაა – თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში

უკვე ჩანს არა 3, არამედ 4 ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის კონტურები. 4 უკვე არის კრიტიკულად მაღალი რისკის შემცვლელი კონფიგურაცია. თუ ამ ოთხიდან ერთიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, ეს ნაშთი მიდის ხელისუფლების ბეღელში, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეები არამხოლოდ ხელისუფლებას ირჩევენ, არამედ ირჩევენ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს. „როგორც […]

ანა ნაცვლიშვილი ელჩების განცხადებებზე – ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები – მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს

ეს არის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები – მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მმართველი პარტია ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და საქართველოს საერთაშორისო […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან მაისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიღო. მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა. ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, რამდენიმე თვეა ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ახლახან პარტნიორების რიცხვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა. „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებსაც, თუ […]

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო“ დაწესებულებამ პაციენტები უკვე მიიღო. „ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ პირობებს და პერსონალის საჭიროებებს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, […]

გირასი კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის გვინეელი ფორვარდი სერუ გირასი, რომელიც ბოლოს “შტუტგარტის” ღირსებას იცავდა, კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს. BILD-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, რომ აფრიკელი ფეხბურთელი უკვე დორტმუნდში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გირასიმ “შტუტგარტში” გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და […]

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ ცეზარ ჩოჩელმა და ელისო ბოლქვაძემ გააცდინეს – IT

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა, ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობას აფასებს. რაც შეეხება, პარლამენტის წევრთა აქტიურობას, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა. „ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი […]

HICP-ის მიხედვით, ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სასტუმრო-რესტორნების სერვისი გაძვირდა

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (10.1%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9.9%), განათლება (3.7%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3,4%). HICP-ის შემცირდა შემდეგ კატეგორიაში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთებას მიმართულებით (3.6%), ტანსაცმელი და […]