ონის მუნიციპალიტეტში, ღვარცოფული მდინარის ჭალაში საბავშვო ბაღი შენდება – ირმა გოდოლაძე

ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღარულას ჭალაში, საბავშვო ბაღი შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გეოლოგი რიმა გოდოლაძე ავრცელებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით მდინარე ღარულა ღვარცოფული მდინარეა და მის ხეობაში მშენებლობის ნებართვის გაცემა არ შეიძლება. ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე არის გაკეთებულია, მაგრამ ეს ბავშვების უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის. იმის გასარკვევად, ვინ გასცა ღვარცოფული მდინარის ხეობაში საბავშვო […]

მთავრობა სასულიერო აკადემიას ფინანსური დახმარების სახით 200 ათას ლარს აძლევს

მთავრობის განკარგულებით, სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 ათას ლარს გამოუყოფს. ამის შესახებ საუბარია 9 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლების სამინისტრომ თანხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში უნდა გამოყოს. “საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ […]

2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, 2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მიაწოდათ ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია აწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. TI-ის განცხადებით, 2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა […]

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ახლახან პარტნიორების რიცხვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. […]

ბადრი ჯაფარიძე – შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირნათლად შეასრულა

ახლა უკვე გერმანიამ დაადასტურა, რომ არ განიხილავს არცერთ ფინანსურ პროექტს საქართველოსთან მიმართებით, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას. როგორც ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პირნათლად შეასრულა. „ქართულმა ოცნებამ” რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეასრულა. […]

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი მოსახლეობას რჩევებით მიმართავს, როგორ ამოვიცნოთ კიბერთაღლითები

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა მოსახლეობას რჩევებით მიმართავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ კიბერთაღლითები და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ყალბ ვებ-გვერდზე შევიყვანთ მონაცემებს. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, არ გახსნათ საეჭვო ბმული და არ შეიყვანოთ თქვენი ბარათის ან დისტანციური არხის მონაცემები. ნებისმიერი ტრანზაქცია, ამანათის მიღება, კომუნალურის გადახდა თუ საბანკო სესხის მიღება, უნდა განახორციელოთ ტრადიციულ, კარგად ნაცნობ […]

ვახტანგ ძაბირაძე – ოპოზიციურ ფლანგზე ალიანსების შექმნის პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ის სწორი მიმართულებით მიდის

პროცესი დაიწყო და ჩემი აზრით, ოპოზიციურ ფლანგზე ის სწორი მიმართულებით მიდის, – ასე შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნა. ექსპერტის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა, რამაც სხვადასხვა დამოუკიდებელი პარტია წარმოშვა, თუმცა ძაბირაძის შეფასებით, მსგავსი კონფიგურაციები მათ ოპოზიციური ხმების სრულად ათვისების და ყველა მათგანს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს. „თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ […]

სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ. „მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით […]

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს. ოლეგ კიპერის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სატვირთო მანქანის მძღოლი და დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ასევე, ერთი მეზღვაური დაშავდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით […]

ნატოს სამიტზე ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდას

ვაშინგტონში მიმდინარეობს ნატოს სამიტი, რომელზეც ალიანსის ლიდერები განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების გაზრდას უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში – იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა 32-წევრიანი კავშირის “სრული მხარდაჭერა” კიევის მიმართ. 10 ივლისს ნატოს ლიდერები განიხილავენ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე მომავალ წელს. მანამდე […]