აშშ-მა აღკვეთა რუსეთის მხრიდან დასავლეთში დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაცია

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 9 ივლისს გამოაცხადა, რომ აღკვეთილია რუსეთის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც გამოყენებული იყო სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშები, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და რომელიც მიზნად ისახავდა კრემლისთვის ხელსაყრელი მესიჯების გავრცელებას აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. სოციალური ქსელებისთვის მოქმედი ე.წ. “ბოტების ქარხანა” ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს იყენებდა შესაქმნელად ყალბი პროფილებისა, რომლებიც თითქოს ამერიკელებს ეკუთვნოდათ და რომელთა მეშვეობითაც ვრცელდებოდა რუსეთის […]
საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი, კომპანია „ქართველი“ გახდა

საქართველოს ბიზნესასოციაციას კომპანია „ქართველი“ შეუერთდა, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა და უახლესი და ულტრათანამედროვე გერმანული და იტალიური ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა და ვისკის სახდელი ქარხანა გააჩნია. საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, „ქართველი“ პირველი და ერთადერთი ქართული ვისკის Jimsher-ის მწარმოებელია. ინფორმაციის თანახმად, კომპანიას გაშენებული აქვს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონის ვენახები და ასევე 500-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშის […]
პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული 9 ივლისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. „მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა […]
ჯანდაცვის სამინისტრო ძლიერი სიცხისგან ბავშვების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან ზაფხულში. როგორც რეკომენდაციებშია ნათქვამი, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. ამასთან, განმარტავენ, რომ ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა. „მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების […]
გია ვოლსკი – სამხედრო სწავლების გადადება მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის, ეს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დათმობას ნიშნავს – ეს ხელს რუსეთს აძლევს, რაც სტრატეგიული შეცდომაა

სამხედრო დახმარებებთან დაკავშირებით ერთი რამ მყარად შემიძლია ვთქვა: – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად კავკასიაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი რუსეთის ფაქტორია და სამხედრო სწავლების გაურკვეველი დროით გადატანა მხოლოდ საქართველოს მიმართ დემარში არ არის – ეს პოზიციების დათმობას ნიშნავს! სამხრეთ კავკასიაში პოზიციების შესუსტება, სამხედრო წვრთნების არჩატარება, ქართული ჯარის თუნდაც სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა უპირატესობას ყველაზე საფრთხის […]
დიდი ბრიტანეთის პრემიერი – ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია

კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია. „რა თქმა უნდა, რაკეტები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ რაკეტების „თავდაცვითი მიზნებისთვის“ გამოყენება უნდა მოხდეს. „უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნა სტარმერმა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებები მიიღო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. „ხელმძღვანელმა პირებმა ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მთლიანობაში, […]
საჩხერეში მკვლელობა მოხდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების […]
„გლოვო“ – ღია ვართ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის – ვრჩებით კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ

Glovo კურიერის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გლოვო“ ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. „Glovo ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება. გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ პერიოდში, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება […]
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2300 ლარამდე ოდენობის ჯარიმა დააკისრა. პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 14 მაისს, პარლამენტის შენობასთან, რუსული კანონის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მეორედ დააკავა. გრიგორიადისი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის. “უსამართლო გადაწყვეტილებაა. სირცხვილია, რომ ისევ იგივენაირად გვარდება სასამართლოში საქმეები, როგორც ადრე. პირველად რომ დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა – არ […]