გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაში კონფიგურაციებს უცხოური ძალა ალაგებს – სამწუხაროდ, ჩვენ წინასაარჩევნოდ პაექრობა გვიწევს არა რეალურ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან, აქაური ფიგურების სახით

ოპოზიციაში კონფიგურაციებს უცხოური ძალა ალაგებს – სამწუხაროდ, ჩვენ წინასაარჩევნოდ პაექრობა გვიწევს არა რეალურ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან, აქაური ფიგურების სახით, – ასე ეხმაურება წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში დაწყებულ პროცესს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის მტკიცებით, “გადაწყვეტილებას თავად ვერავინ იღებს, აკეთებენ იმას, რასაც პატრონები ეტყვიან და ეს ერთი-ერთში სრულდება“. “როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას კონფიგურაციას […]

მაია ბითაძე ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნას დაესწრო. პარლამენტის ინფორმაციით, ახალ შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. მათივე ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად […]

გაეროს მოსახლეობის ფონდი – მსოფლიო მოსახლეობის დღეზე, ხაზს ვუსვამთ აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას

მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, იმ დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირება, რომლის წინაშეც რეგიონის ქვეყნები დგანან, ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებს. „რეგიონის მასშტაბით, დემოგრაფიული ცვლილების განხილვისას, ჯერ კიდევ დომინირებს მცდარი წარმოდგენები და შფოთვა“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და […]

იურიდიული დახმარების სამსახურში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო ახალი საარჩევნო რეფორმების, მათ შორის, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა. „პრეზენტაციის დროს იურისტებმა ცესკოს წარმომადგენლებს დაუსვეს შეკითხვები, როგორც უშუალოდ რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო სფეროდან, ასევე, იმ კანონმდბლობიდან გამომდინარე, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემების სასამართლოში გასაჩივრების […]

ტეილორ სვიფტის ფანებმა ციურიხში მცირე მიწისძვრა გამოიწვიეს

შვეიცარიული სეისმოლოგიური სერვისის ინფორმაციით, 9 ივლისს ციურიხში, ლეციგრუნდის სტადიონზე ტეილორ სვიფტის კონცერტის მიმდინარეობისას, სტადიონიდან 6 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში სეისმომეტრებმა ძვრები დააფიქსირეს. ლეციგრუნდის სტადიონზე სვიფტის კონცერტს 50 000 მსმენელი ესწრებოდა. “როდესაც ბევრი ადამიანი რითმულად ერთსა და იმავე დროს მოძრაობს, ენერგია მიწას ჰარმონიული ვიბრაციის სახით გადაეცემა და მისი გაზომვა ახლომდებარე სეისმომეტრებით არის შესაძლებელი”. – განმარტავს შვეიცარიული სეისმოლოგიური […]

“მთავრობის დახმარების ყველა პროექტი გადაიხედება” – გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტას გერმანიაც აანონსებს – თბილისში ჩამოსული ბუნდესტაგის დეპუტატები მკაფიოდ აცხადებენ, რომ გერმანია საქართველოში განსახორციელებელ ახალ პროექტებს აღარ დააფინანსებს. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი, რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანია საქართველოში მოვლენების განვითარებას დააკვირდება და ამის მიხედვით მიიღებს სამომავლოდ გადაწყვეტილებას. როგორც ვაგენერი დასძენს, ამ ეტაპისთვის საქართველოს […]

თბილისში ვიზიტით დემოკრატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი დღეს, 10 ივლისს დაიწყება და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უზრა ზეია ერევანსაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა […]

პალესტინელთა ცნობით, ღაზაში ისრაელის იერიშს ემსხვერპლა 30-მდე პირი, ძირითადად ქალები და ბავშვები

პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ოცდაათამდე ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ღაზაში ისრაელის ტანკების იერიშმა მოსახლეობა აიძულა, გაქცეულიყვნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან. 10 ივლისს ისრაელმა წამოიწყო საბრძოლო მოქმედებები, რამაც, დაჯგუფება ჰამასის თქმით, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზავის შესახებ მოლაპარაკებებს (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). საჰაერო დარტყმა განხორციელდა ადგილნაცვალი ოჯახების კარვებზე, […]

ავსტრალია ჩინეთს კიბერჯაშუშობაში ადანაშაულებს

ავსტრალია, შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჩინეთის დაზვერვის სააგენტოს კიბერ ჯაშუშობაში ადანაშაულებს. პეკინის ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები, როგორც კიდევ ერთი „ჩინეთის კიბერუსაფრთხოების შეურაცხყოფისა და შელახვის“ მცდელობა. ავსტრალიის სიგნალების დირექტორატმა, კიბერდაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ, ჩინური ჯგუფი სახელად APT40 დაადანაშაულა ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ფილიალის სახელით გავრცელებულ ჰაკერობაში. სააგენტომ სამშაბათს განაცხადა, რომ ჰაკერები ცდილობდნენ […]

ოდესაზე რუსეთის იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოდესაზე მიტანილ თავდასხმაში რუსეთმა 20 უპილოტო საფრენი აპარატი და 5 რაკეტა გამოიყენა. დაღუპულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი დაცვის თანამშრომელი. ორივე რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ოდესის პორტში იმყოფებოდა. ოდესის გუბერნატორის განცხადებით დაშავებულია მეზღვაურიც, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება […]