უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა – TBC კაპიტალი

TBC კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება. ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის […]
სალაშქრო ფესტივალზე 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა

სალაშქრო ფესტივალზე „ზღვიდან მთამდე“, რომელიც აჭარაში წელს პირველად გაიმართება, 100-მდე მოლაშქრე დარეგისტრირდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლაშქრეები 45 კილომეტრიან მარშრუტს 5 დღეში დაფარავენ. „მარშრუტი 24 ივლისს ჩირუხის მთიდან დაიწყება და 28 ივლისს ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალის მონაწილეები სალაშქრო გამოცდილებისა და სალაშქრო აღჭურვილობის ფლობის მიხედვით შეირჩნენ. ისინი მოლაშქრე გიდებისა და ინსტრუქტორების დახმარებით […]
სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 56 კომპანია დაჯარიმდა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 56 კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ bm.ge-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჯაველიძემ განუცხადა. მისი თქმით, მომართვების საფუძველზე სამსახურმა ათეულობით კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების პროცესი შეისწავლა. „შესაბამისი სამართალდარღვევა 56 კომპანიის წინააღმდეგ იქნა დადგენილი. მათ დაეკისრათ როგორც ფინანსური ჯარიმა, ასევე მიეცათ გაფრთხილება და შესასრულებლად სავალდებულო […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალ სასწავლო წელს მკვეთრად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგით ხვდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) 2025 წლის საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2025) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის დასახელდა და მოკლე სიაში (shortlist) შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, გასული წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი 2025 წლის […]
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს […]
სტიქაროსანმა პატრიარქი კირილის ყოფილი მარჯვენა ხელი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა

Новая газета წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მიტროპოლიტი ილარიონი (საერო სახელი – გრიგორი ალფეევი), სექსუალური ძალადობის საქმეში გაეხვა. თავდაპირველად, 11 მარტს უცხოელ აგენტად გამოცხადებულმა თეოლოგმა, ანდრეი კურაევმა გამოაქვეყნა შენიშვნა, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ეხებოდა. კურაევის თქმით, რუსეთის სინოდმა გასცა რეკომენდაცია, რომ ილარიონი უნგრეთიდან რუსეთში დაებრუნებინათ. “მიუხედავად იმისა, რომ ორბანი მისი [ილარიონის] მეგობარია, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 10 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.35 თეთრით. 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7488 ლარია, ერთი ევროსი – 2.9748 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.03 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი – 2.98 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის პრემიერმინისტრი

30 ივნისს და 7 ივლისს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები ორ რაუნდად ჩატარდა. პირველ ადგილზე გასულმა მემარცხენე კოალიციამ, ახალმა სახალხო ფრონტმა 188 მანდატი მოიპოვა, ემანუელ მაკრონის კოალიციამ – 161, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტურმა ეროვნულმა ერთობამ, პირველ ტურში ლიდერობის მიუხედავად, 142. საბოლოო შედეგების მიხედვით მთავრობის ჩამოყალიბებას და პრემიერმინისტრის დანიშვნას დამოუკიდებლად ვერც ერთი კოალიცია ახერხებს. ამგვარ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო […]