2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – IT

2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა – მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს. „2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება […]
არ არის პოლიტიკოსობა ჩემი საქმე, ექიმობა მომწონს – სერგეენკო

დავით სერგეენკო ამბობს, რომ ბესელიას მიერ დაანონსებულ პარტიაში გაერთიანებას არ გეგმავს. პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის. არც მე ვაპირებ არანაირი სახით, არც შემოთავაზება ყოფილა და არც ვუშვებ, მეყო, არ არის ეს ჩემი საქმე. არც მინდა, არც მაინტერესებს და არც უთხოვიათ და ექიმობა მომწონს. მოკლედ, არცერთი არგუმენტი არ მაქვს ამისთვის, – ამბობს დავით სერგეენკო.
ზელენსკი ვაშინგტონში – მოწოდება შემდგომი დახმარებისთვის და დაგეგმილი შეხვედრები კონგრესში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 10 ივლისს, შეერთებული შტატების კონგრესს ეწვევა და ამერიკელ კანონმდებლებთან, რომლებმაც კენჭი უნდა უყარონ უკრაინის შემდგომ დახმარებას, შეხვედრებს გამართავს. ამასთან, ზელენსკი მადლობას გადაუხდის კონგრესს, ამ დრომდე უკრაინის დასახმარებლად მათ მიერ დამტკიცებული 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებისთვის. ზელენსკი ვაშინგტონს ნატოს სამიტის ფარგლებში სტუმრობს და მოსალოდენელია, რომ დღეს შეხვედრას გამართავს აშშ-ის სენატისა და […]
რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც 2008 წელს მოსკოვნისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს, 2024 წლიდან კი სამხედრო დახმარებაზე უარს ეუბნებიან
რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც 2008 წელს მოსკოვნისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადეს, 2024 წლიდან კი სამხედრო დახმარებაზე უარს ეუბნებიან პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის მხრიდან, ბუნდესტაგის დეპუტატის, ზერენ პელმანის“ ქვეყანაში არ შეშვებას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, პელმანისთვის უარის საფუძველი მისი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსის […]
თბილისში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი დღეს, 10 ივლისს დაიწყება და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უზრა ზეია მთავრობას, სამოქალაქო საზოგადიებას, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
“რა გავაკეთოთ? შევვარდეთ ოჩამჩირეში?” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რუსული სამხედრო გემის ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში შემოსვლაზე პასუხისმგებელი ამჟამინდელი ხელისუფლება არაა. ის, რომ ოჩამჩირის პორტში სამხედრო გემია გაჩერებული, ის, რომ 30 კმ-ში აქედან რუსის ჯარი დგას, ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ “ვივა-მედში” ბატონ პატიმარ სააკაშვილს. თქვენ კარგად იცით, რომ კონდოლიზა რაისმა პირდაპირ აღიარა, რომ 2008 წელს არავითარი გარანტიები არ მიგვიცია. […]
ტიტე აროშიძე – გაერთიანებაში ახალი მხოლოდ სიტყვა „ახალია”

რაც უნდა „გაკეთილშობილდეს” ნიკა გვარამია, გირჩი ჯაფარიძე და ნიკანორი, ის სისხლი, რომელიც ქართველი ხალხისგან პირ სახეზე მოივლეს, მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვებათ და ეს ძალიან კარგადაც უწყიან, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი, ტიტე აროშიძე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას. როგორც აროშიძე აცხადებს, არჩევნებამდე არა პოლიტიკურად, არამედ სახელმწიფოებრივად მტრულად განწყობილი ძალები, ყოველნაირ […]
ბუნდესტაგის წევრი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო ევროკავშირში საქართველოსადმი ნდობის დაკარგვა მოხდა. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მოკლევადიანი გამოწვევა ძალიან არჩევნებზე დაკვირვება, თუმცა გადაწყვეტილება, რა გზით გაგრძელდეს სვლა, იქნება და არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. “ამჟამად გერმანიის ბუნდესტაგში უდიდეს ოპოზიციურ […]
გერმანიის მთავრობის კოორდინატორი – როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა პროცესისგან განზე გამდგარიყო – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. „მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთავრობის სახელით ვსაუბრობ. პირადად მე, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისში სოფელ დიღომში მიხეილ მესხის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვეშეთი, მლეთა, სალაჯური, ყველანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში აღმაშენებლის, სტალინის, ყაზბეგის, […]