ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსული კანონის მიღება ქვეყანას ევროპულ ღირებულებებს აშორებს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჯა ლაბიბის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება ქვეყანას ევროპულ ღირებულებებთან აშორებს. მინისტრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. მან ქართველ კოლეგას მოუწოდა, რეფორმების ვალდებულება შეინარჩუნოს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. […]

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი” – ოსტინი

“პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, მაგრამ პუტინის ომი არის NATO-ს გაფართოების მიზეზი,” – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ვაშინგტონში NATO-ს სამიტის ფარგლებში განაცხადა. “პუტინის იმპერიული შეჭრის შემდეგ უკრაინაში, ჩვენ გავაძლიერეთ NATO-ს თავდაცვა მეტი ჯარით მაღალი მზადყოფნით, უფრო დიდი წვრთნებით, გაძლიერებული სიფხიზლითა და მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფებით, რვა ქვეყანაში. და NATO ახლა უფრო […]

დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ჯო ბაიდენის სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ჯო ბაიდენის სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საგარეო […]

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია – მსოფლიო ბანკი

შრომის პროდუქტიულობის წლიური გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, საშუალოვადიანი, 4 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „2019 წლის შემდეგ 4 წლიან საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში შრომის პროდუქტიულობა 24%-ით გაუმჯობესდა და ამ პროგრესით მსოფლიოში გაიანას შემდეგ მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი უპირობო ლიდერია“. „მსოფლიო ბანკმა შრომის […]

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა ნატო-ს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს. […]

“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” პრაქტიკას გაივლის

“ევროპის უნივერსიტეტის ” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” პრაქტიკას გაივლის. მათივე ცნობით, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. „2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის: ანა ბაბაიანი, ნია […]

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: “ესვეერ-ის სტოპპირიოდ”-ი, ანუ მერსედესიდან მოსკვიჩში

მიხეილ სააკაშვილმა იცის ხოლმე ხშირად თქმა: 2012 წელს ოცნებას საათივით მოწიკწიკე, საწვავით სავსე, დაქოქილი მერსედესი დავუტოვეთო. ამ საათივით წიკწიკში დემოკრატიის “პერებოის” ხმა შეიძლება შემაშფოთებლად და არასასიამოვნოდ ისმოდა, მაგრამ იმის უარყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რომ მართლაც მერსედესივით აწყობილი სახელმწიფო ბიუროკრატიული მანქანა, სავსე საბიუჯეტო რესურსებით და საინვესტიციო ბუმით ერთმნიშვნელოვნად დასავლეთისკენ მიემართებოდა. დღეს გერმანიის ელჩი გვეუბნება, რომ ჩიხში […]

პაველი: ყველაზე აუცილებელი რამ, რაც უკრაინას სჭირდება, არის საჰაერო თავდაცვის სისტემები

ყველაზე აუცილებელი რამ, რაც უკრაინას სჭირდება, არის საჰაერო თავდაცვის სისტემები. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა 5 ქვეყნის ინიციატივის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუწიოთ საჭირო დახმარება. სამიტის დეკლარაციის მიმართ სრული ერთიანობაა, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ყველა ჩვენგანისთვის, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე საჭიროა.

შოლცი: მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა გააკეთოს ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად

ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა გააკეთოს ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად. გერმანია ამას აკეთებს დიდი დახმარების გაწევით, იარაღის მიწოდების ჩათვლით, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვისთვის. ამ კონკრეტულ მომენტში ეს გადამწყვეტია.

სტუბი: არასდროს მინახავს EU და NATO ასეთი ერთიანი, როგორიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მერე

არასდროს მინახავს ევროკავშირი და NATO ასეთი ერთიანი და ძლიერი, როგორიც გახდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. ამას გრძელი ისტორია აქვს და დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. შემდეგ გააგრძელა ყირიმის ანექსიითა და სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებით 2022 წელს.