კევინ სპეისი საქართველოში იმყოფებოდა

კევინ სპეისთან ერთად გადაღებული ფოტო “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მსახიობმა საქართველო უკვე დატოვა. 9 ივლისს ამერიკელი მსახიობი სომხეთის დედაქალაქში, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრო. პარალელურად, შენობის გარეთ აქცია გამართა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციიამ, “კოალიცია – შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა”. 2023 წლის 26 ივლისს კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ცხრავე საქმეში გაამართლა ბრიტანულმა სასამართლომ. […]
ილია დარჩიაშვილი – საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს პარტნიორებთან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრაფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, თანმიმდევრულად მუშაობს ამ მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარ თემას უკრაინის საკითხი წარმოადგენს. მისივე […]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისა და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განმარტავს, რომ სამსახურისადმი მიმართვებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ […]
ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება
ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს 75-ე სამიტზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას. „ნატო-ს რომელიმე მოკავშირის […]
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე: ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ლაბიბიმ დაწერა, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი საქართველოს ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. “ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. თუმცა ცოტა ხნის წინ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმების მიმართ თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, – […]
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მივიდა. ის სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. უკრანული მედიის ცნობით, მან ორ სენატორს უკრაინული ჯილდოები გადასცა. გამოცემის ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი დემოკრატების ლიდერს, ჩაკ შუმერს შეხვდება. ამასთან, შეხვედრას გამართავს, რესპუბლიკელების ლიდერთან, სენატონ მიჩ მაკკონელთაც. სავარაუდოა, რომ შეხვედრას სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან. ისინი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის […]
აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს

აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს. “შეერთებული შთატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება. […]
ნატოს სამიტი ვაშინგტონში

ვაშინგტონში სტარტი ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტმა აიღო. ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრებზე ყურადღების ცენტრში უკრაინის დახმარება და ერთობლივი თავდაცვის საკითხებია. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

“ტორპედოს” ნახევარმცველი გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონ “ულსან ჰიუნდაიში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, არაბიძემ კორეულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სატრანსფერო ფასზე კლუბებმაც მოილაპარაკეს. “26 წლის ნახევარმცველმა სუპერთასზე დინამოს წინააღმდეგ ტორპედოს მაისურით ბოლოჯერ ითამაშა. როგორც შევიტყვეთ, ტირანასთან მატჩის დაწყებამდე კლუბი სტადიონზე გიორგი არაბიძეს დაემშვიდობება. ამ მომენტში დარჩენილია […]
აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ყაზახეთში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს

აზერბაიჯანი ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან ერთად სამხედრო წვრთნებ Бiрлестiк-2024-ში მონაწილეობს. სწავლება ყაზახეთში, 8-დან 17 ივლისამდე იმართება. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო სწავლებაში მონაწილეობენ მათი სახმელეთო ძალები, მედესანტე-პარაშუტისტები და სამძებრო-სამაშველო სამსახურები, ასევე Су-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და სამხედრო საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდები. წვრთნები ოიმაშას პოლიგონზე, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე თოყმაყის კონცხიდან 2 კილომეტრში […]