ნაუსედა: კარგია, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უკრაინას, მაგრამ უკრაინელები ჩვენგან მეტს ელიან

ძალიან კარგია, რომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უკრაინას. მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღო პოზიტიური სიგნალები. პროცესის შეუქცევადობა მნიშვნელოვანია, ხიდიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინელები ჩვენგან მეტს ელიან. მათ იმედი აქვთ, რომ გამარჯვების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება მისი [უკრაინის] სრულფასოვანი გაწევრიანება NATO-ში.
კეფრენ ტიურამ-იულენი “იუვენტუსში” ჩაირიცხა

23 წლის ნახევარმცველი კეფრენ ტიურამ-იულენი “ნიცადან” “იუვენტუსში” გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული კლუბი საიტით ავრცელებს. “იუვენტუსმა” კეფრენ ტიურამ-იულენს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. კეფრენი ფრანგულ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 35 მილიონი ევროა. კეფრენის მამა, ლილიანი “იუვეში” 2001-2006 […]
სკანდალი ახლადგახსნილ TV 24-ში – ნანა ლეჟავა არხიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს
ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ვრცელად ჰყვება იმ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა ტელეკომპანია 24-ის დირექტორის და წამყვანის თანამდებობა. “ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი სათაურში შემეძლო გამეტანა – როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის. მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი – შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით […]
ზელენსკი აშშ-ის კონგრესში – დეტალები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესში მივიდა და სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან ორი სენატორი დააჯილდოვა კიდეც. როგორც მედია წერს, ზელენსკი, მოსალოდნელია, რომ დემოკრატების ლიდერს, სენატორ ჩაკ შუმერსა და რესპუბლიკელების ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს პირადად შეხვდება. სავარაუდოდ, შეხვედრას სხვა მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან და უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ.
+18 – ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და შვილები დახოცეს, სავარაუდოდ არბალეტით

ჩრდილოეთ ლონდონში, სამშაბათს საღამოს, BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი, სავარაუდოდ, არბალეტით მოკლეს. მედიის ცნობით, ისინი პოლიციის მისვლის შემდეგ, მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ. პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა და ის იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი. ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, სხვა იარაღიც იყოს გამოყენებული.
“[რუსული] კანონი ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს” – ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს. “ქართველები თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს. ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი თავისი ერთგულება შეინარჩუნონ”, – დაწერა მან.
13-14 ივლისს ლანჩხუთში მოძრავ სამიზნეზე სროლაში ტურნირი გაიმართება

13-14 ივლისს ლანჩხუთში მოძრავ სამიზნეზე სროლაში ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები მიიღებენ.
Navalnews-ის ცნობით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემი გაჩერდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო გემი გაჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტმედია Navalnews ავრცელებს. ოკუპირებული ტერიტორიის ადგილობრივი ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები პორტში მუდმივი ბაზის შექმნას აპირებდნენ. Navalnews-ის ცნობით, ბაზაზე უკვე განთავსებულია რამდენიმე მცირე ზომის საპატრულო ნავი. ზემოაღნიშნული კი არის პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო გემი, რომელიც ტერიტორიაზე დაფიქსირდა. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, სამხედრო გემი […]
სრულყოფილი SEO კურსი საძიებო სისტემების ინსტიტუტისგან

უკვე სამი თვეა, რაც ციფრული ინდუსტრიების ქართულ სივრცეში პირველი SEO სასწავლებელი, Search Engine Institute გამოჩნდა. სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით კურსის შესახებ, გაგაცნობთ ლექტორებს და გიჩვენებთ შესაძლებლობებს, რომელსაც ინსტიტუტი სტუდენტებისთვის ქმნის. მანამ კი მცირე შესავალი SEO-ზე: SEO საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შემოკლებული სახელწოდებაა და მიზნად ისახავს ვებსაიტების ხილვადობისა და მომხმარებლის ბუნებრივი ნაკადის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის […]
რეჟიმის სპიკერებმა მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა დააფუძნეს

ქართული ოცნების რეჟიმის სპიკერებმა – ვატო შაქარიშვილმა, ნანა კაკაბაძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ბიძინა გიორგობიანმა და ლევან ნიკოლეიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა დააფუძნეს. მათი განცხადებით, “იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს”, ქმნიან საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ისინი 2028 წლის […]