“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” პრაქტიკას გაივლის

“ევროპის უნივერსიტეტის ” ვეტერინარიის პროგრამის ათი სტუდენტი “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” პრაქტიკას გაივლის.
მათივე ცნობით, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში” (ტარტუ, ესტონეთი) კლინიკური სტაჟირების გავლის მიზნით გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. „2-8 სექტემბერს ესტონეთში სტაჟირებას ვეტერინარიის პროგრამის შემდეგი 10 სტუდენტი გაივლის: ანა ბაბაიანი, ნია ჯიშკარიანი, დინა გოშუანი, დავით ხორნაული, ნატალი ირემაშვილი, ბექა კიკნაძე, ლიანა მაისურაძე, მარიამი ჭინჭარაული, თინა ყაველაშვილი, ირაკლი იაკობიშვილი.
სტაჟირების პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის და მისი მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტრანსფერული და დარგობრივი უნარების განვითარება. შერჩეული სტუდენტების მგზავრობის, განთავსების და პროგრამის საფასურს “ევროპის უნივერსიტეტი” სრულად დააფინანსებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო