ნატოს სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიელ კოლეგასთან, აჯა ლაბიბთან

2024 წლის 10 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს, აჯა ლაბიბს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ნატოს საიუბილეო სამიტის და მისი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობა, საუბარი შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს თანამშრომლობისა და ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის […]
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ,რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკას და ზოგადად ტურისტულ სეზონს. ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე მესამე კვარტლის ბოლოს, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით უფრო კარგ მაჩვენებლებს ელოდება. „2024 […]
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და პენიტენციური […]
გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი, გრანდიოზული ქორწილი და ცხოვრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქვეყანაში – მილიონერი ანი ფხაკაძის ოჯახი და ცხოვრება – Marao

გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი, გრანდიოზული ქორწილი და ცხოვრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ქვეყანაში – მილიონერი ანი ფხაკაძის ოჯახი და ცხოვრება – Marao კომპანია “ვისოლის” მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 30 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი – George town University-ში. ასევე სწავლობდა […]
ვიქტორ დოლიძე – საქართველო თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რასაც თავს წარმატებით გავართმევთ

საქართველო თავის ღირსეულ და სათანადო ადგილს დაიკავებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სივრცეში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ პარტნიორებთან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რასაც წარმატებით გავართმევთ თავს, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, მადრიდის და ვილნიუსის სამიტებისგან განსხვავებით, წლევანდელი სამიტის დასკვნითი კომუნიკე არ იყო მრავლისმომცველი და დეტალური. „ეს იყო მოკლე სახის, […]
დავით ზალკალიანი – საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები

საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილისა და ჯონ ბასის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრის შემდეგ […]
“VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს” – რონალდ კუმანი

გუშინ, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ნარინჯისფერების” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მოგეხსენებათ, ინგლისმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, იქამდე კი ნიდერლანდელთა საჯარიმოში წესების დარღვევის ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა. “იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა, დუმფრისმა მხოლოდ დარტყმის დაბლოკვა სცადა. VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს. იმ მომენტში მცველს სხვა რა […]
I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან და რუსეთიდან განხორციელდა – PMCG

2024 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან და რუსეთიდან განხორციელდა – ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. 2020 წლის I კვარტალის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად მიაღწია 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2024 […]
აშშ-ს ნიუ-იორკში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნიუ-იორკში, შეერთებულ შტატებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ორგანიზება არ მოუთხოვია. რიაბკოვის თქმით, რუსეთს შეერთებული შტატებისგან აღნიშნულ საკითხზე სიგნალი არ მიუღია. „არ მგონია, რომ ეს საკითხი აქტუალურია. ჩვენ მოცემულ სიტუაციაში რაიმე სიგნალი არ მიგვიღია. როგორც ჩანს, ამ რეალობაში დიდი ხნით ვიქნებით ყოველგვარი ცვლილების […]
“8 წლის ბიჭი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა”

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა. მეგობრებო, ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩემი ცოლის დის შვილი… ბავშვი არის კანადის მოქალაქე და საჭიროა გადასვენებისთვის თანხის შეგროვება. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ეს პატარა ანგელოზი დავუბრუნოთ მშობლებს და მის მიწას. მადლობა უღრმესი ყველას ასეთ მძიმე დროს ჩვენს გვერდში დგომისთვის! და ასევე თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ, რომ გადააზიაროთ […]