რომან გოცირიძე – აქამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“: ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა – ხელისუფლებას და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს ქართველი ხალხი არ აპატიებს

ევროკავშირის კარი ჩაიკეტა, ნატოს კარი ჩაიკეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, საქართველომ თავისი პოლიტიკური ორიენტაცია ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალა, – ხელისუფლებასა და მარიონეტ დეპუტატებს ამ ღალატს ქართველი ხალხი არ აპატიებს, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ნატოს სამიტების დეკლარაციაში ეტაპობრივად ჩანს თუ როგორ ღალატობს ქვეყნის ინტერესებს “ქართული ოცნება” […]
ირაკლი ჩიქოვანი აშშ-ს და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე – საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა – დარწმუნებულები ვართ, ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე, „არის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილება“. თავდაცვის მინისტრს იმედი აქვს, რომ ორივე მხარე ძალიან მალე გადაწყვეტილებას შეცვლის. ასევე, ჩიქოვანის მტკიცებით, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გარდა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში […]
თეონა აქუბარდია – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა – ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა „ქართულმა ოცნებამ“ დახურა! – ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის სრული კატასტროფაა!

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უმძიმესი დღეა – ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ“ დახურა! ნატო-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის სრული კატასტროფაა! რატომ არის კანონი რუსული? – აი ამიტომ! – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. როგორც აქუბარდიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ნატო-ს დეკლარაციაში პირველად, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მოხსენიებული არ არის, მათ შორის საქართველოსთან […]
თავდაცვის მინისტრი – ნატოს კომუნიკეში საქართველოს საკუთარი ადგილი აქვს – შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ესეც ნახსენებია

მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვისაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება და ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელ ალიანსში უნდა […]
შალვა პაპუაშვილი – ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე – დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას

ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე – დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან, ავღანეთში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა 2015-2021 წლებში. „ცრუ […]
ალეკო ელისაშვილი – ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი – აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა აბსურდულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც […]
ირაკლი ჩიქოვანი – მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იქნას

მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იქნას, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების კითხვას, როგორც მთავრობის წევრს, რცხვენია და გული წყდება თუ არა იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირმა და აშშ-მ ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ მიიღო. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, “ქართულმა […]
ნათია თურნავა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის რიგით 94-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ შეხვედრაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) წევრი ცენტრალური ბანკებისა და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები მონაწილეობდნენ. „შეხვედრის მთავარი აქცენტი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკების […]
მაია ომიაძე – ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი სეზონი იქნება, – ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკას და ზოგადად ტურისტულ სეზონს. ომიაძის თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად აგრძელებს და ამ ფონზე მესამე კვარტლის ბოლოს, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეჯამებით უფრო კარგ მაჩვენებლებს […]
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობამ თბილისში ბულგარეთის რკინიგზის BDZ-ის და სანაოსნო კომპანია P.N.A LTD-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის, საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა. „საბორნე მიმოსვლის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. მხარეებმა, სარკინიგზო ბორნის გამართული ფუნქციონირების აღსადგენად, ურთიერთთანამშრომლობის ყველა პირობა შეათანხმეს. საბორნე/სარკინიგზო მიმოსვლა ბოლო ორი წელია შეჩერებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, […]