“8 წლის ბიჭი მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა”

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა. მეგობრებო, ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩემი ცოლის დის შვილი… ბავშვი არის კანადის მოქალაქე და საჭიროა გადასვენებისთვის თანხის შეგროვება.
უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, ეს პატარა ანგელოზი დავუბრუნოთ მშობლებს და მის მიწას. მადლობა უღრმესი ყველას ასეთ მძიმე დროს ჩვენს გვერდში დგომისთვის! და ასევე თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ, რომ გადააზიაროთ ეს პოსტი. დიდად მადლობელი დაგრჩებით” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირაკლი ხვედელიძე წერს.
gofundme.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 8 წლის კონსტანტინე მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
ბავშვი დედასთან და პატარა ძმასთან ერთად საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს