სპეცრაზმის მიერ ნაცემ ელისაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სასამართლოში დაიბარეს. დეპუტატმა უწყება გუშინ მიიღო, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. ელისაშვილმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ის ამბობს, რომ “შსს-ს არგუმენტები აბსურდულია და მათ სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს”. დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს ძალადობაში მონაწილე ყველა […]

უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, მისი მომავალი ნატო-შია – ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია

უკრაინა ნატო-ს წევრობის შეუქცევად გზაზე დგას, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი გარე ჩარევისგან თავისუფლად. უკრაინის მომავალი ნატო-შია“, – ნათქვამია დოკუმენტში. დეკლარაციაშია აღნიშნულია, რომ უკრაინამ განვლილი წლის განმავლობაში რეფორმების გატარების გზაზე პროგრესს მიაღწია. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას […]

საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს პროგნოზით სომხეთს და აზერბაიჯანს უსწრებს – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2024 წლისთვის საქართველოში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8,825 დოლარია, რაც გასულ წელთან შედარებით 615 დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წლისთვის აზერბაიჯანში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $7,641-ია, სომხეთში – $8,575 , თურქეთში – $12,765 , რუსეთში – $14,391. ამ მაჩვენებლებით, საქართველოში ერთ […]

ბაიდენზე დემოკრატების მხრიდან მზარდი ზეწოლაა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ არჩევის შანსებზე ახალი ეჭვები გამოთქვეს გავლენიანმა ნენსი პელოსიმ და ჯორჯ კლუნიმ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვა დემოკრატ დეპუტატებსა და დონორებზე. ეჭვები ასევე გამოთქვა კიდევ ორმა სენატორმა. ბაიდენმა დროზე უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა თეთრი სახლისთვის ბრძოლას 2024 წელს, განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ბაიდენის ძველმა მხარდამჭერმა პელოსიმ MSNBC-ის […]

ირაკლი ჩიქოვანი – სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით

სამწუხაროდ, ხშირად იყო გადაწყვეტილებები, კონკრეტული იდეები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც იყო უსაფუძვლო და დაუმსახურებელი საქართველოსთან მიმართებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესში წარდგენილ „მეგობარი აქტის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება. „ეს არის „მეგობარი აქტის“ პროექტი, ვიდრე ეს აქტი უშუალოდ შედგება, როგორც აქტი […]

ნატა კვაჭანტირაძე – საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში

საქართველოში უცხოელი სტუმრების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია გაწეული მარკეტინგული კამპანიებით, ბიზნესის ჩართულობით სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, – ამის საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა მოტივირებულია, რომ ყოველწლიურად რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიღოს. „ბიზნესის აქტიურობა სეზონიდან გამომდინარე ძალიან აქტიური და მზარდია. ტურისტული ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს, რომ სეზონს წელგამართული და მომსახურების სერვისის მიწოდება […]

ანა ნაცვლიშვილი – ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება, შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ნატო-ს კომუნიკეს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის […]

პუტინთან და სი ძინფინგთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ორბანი ტრამპს ეწვევა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერმინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ფლორიდაში შეხვედრას გამართავს. წინა კვირას ორბანი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით მან პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან შეხვედრა გამართა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ორბანი ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზორტზე ეწვევა. Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც […]

დააკავეს პირი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტის ცოლ-შვილის არბალეტით მკვლელობაშია ბრალდებული

ჩრდილოეთ ლონდონში პოლიციამ 24-საათიანი ძებნის შემდეგ 26 წლის კაილ კლიფორდი დააკავა, რომელიც 3 ადამიანის არბალეტით მკვლელობაშია ბრალდებული. კლიფორდი პოლიციამ ჩრდილოეთ ლონდონში, ენფილდის რაიონში აიყვანა, ის ამჟამად ერთ-ერთ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას იღებს. სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ რა დროს მიიღო თავდამსხმელმა დაზიანებები, თუმცა, მათი თქმით, კლიფორდის დაკავების დროს პოლიციას იარაღი არ გამოუყენებია. ჰერტფორდშირის საგრაფოში პოლიცია სამშაბათს საღამოს გამოიძახეს, […]

არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ […]