თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 11 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.55 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.08 თეთრით. 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.723 ლარია, ერთი ევროსი – 2.954 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი – 2.99 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
რუანის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის, მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს

11 ივლისს დაახლოებით 12 საათზე ნორმანდიაში, რუანის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ტაძრის გუმბათს გაუჩნდა და არ გავრცელებულა ტაძრის ძირითად ნაწილზე. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს, თუმცა ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის. ტაძრის გუმბათი ხანძრამდე რესტავრაციის პროცესში იყო. ხანძრიდან მალევე დაიწყო ევაკუაცია და ღვთისმშობლის ტაძართან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მივიდა. ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში […]
ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა

ევროკავშირისთვის ზელენსკის გეგმის გარდა სხვა გეგმა არ არსებობს, ეს ჩვენთვის ერთადერთი მშვიდობის გეგმაა , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „თუ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, ომი, რა თქმა უნდა, დასრულდება, მაგრამ როგორ? უკრაინის კაპიტულაციით. კიევში მარიონეტული ხელისუფლებით, იმით, რომ უკრაინელ ხალხს აგრესორი დაამარცხებს. არის ეს ის […]
პრეზიდენტი – 100 დღე გავიგებთ საქართველოს ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას – შედეგი კი 26 ოქტომბერს იქნება

საზოგადოებამ თავისი საწყისი სიტყვა თქვა. იმიტომ, რომ 100 დღე, მე მგონი, გავიგებთ ძალიან ხმამაღალ სიტყვას და ხმას – საზოგადოების, ხალხის, საქართველოსი. და შედეგი 26 ოქტომბერს იქნება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მსგავსი მოძრაობების წამოწყება ყველა მხრივ საჭიროა. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, […]
სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]
“საქართველოში ომის პარტია ქართული ოცნებაა” – ნიკა გვარამია

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ეხმაურება ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას, სადაც NATO აღარ იმეორებს პირობას საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ და კომუნიკეში ჩვენი ქვეყანა ერთხელაა ნახსენები. “ნატოს ბოლო დეკლარაციით, მკაფიოდ ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოში ომის პარტია, ეს არის ქართული ოცნება, იმიტომ, რომ იმ ქმედებებით, რომლებსაც მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, ცალკეული ქვეყნის […]
“ვიმოქმედოთ, რათა საქართველოს მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ყველა ჩვენგანს გვინდა” – ნიკა რაჭველი

მუსიკოსმა, ნიკა რაჭველმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის “აირჩიე ევროპა” პრეზენტაციაზე, თქვა: “ქვეყანა, რომელმაც X საუკუნეში “შენ ხარ ვენახი” შექმნა, ის ნამდვილად არის ევროპული ცივილიზაციის არა ნაწილი, არამედ ერთ-ერთი დამფუძნებელი. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მომავალი, ეს დაამტკიცა მართლაც უპრეცედენტო მოძრაობამ ახალგაზრდების ლიდერობით, რომელიც სწორედ კანონის წინააღმდეგ აქციების დროს ჩანდა ჩვენს ქვეყანაში, დაამტკიცა მსოფლიოს ევროპული ცივილიზაციების […]
„აირჩიე ევროპა“ – ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

დღეს ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პროფესიისწარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობას „აირჩიე ევროპა“ ჰქვია და როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. სამოქალაქო მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე; თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა; ექსპერტი გიორგი რუხაძე; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი; ბიზნესმენი ივა […]
საარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა […]