“ვიმოქმედოთ, რათა საქართველოს მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ყველა ჩვენგანს გვინდა” – ნიკა რაჭველი

მუსიკოსმა, ნიკა რაჭველმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის “აირჩიე ევროპა” პრეზენტაციაზე, თქვა:
“ქვეყანა, რომელმაც X საუკუნეში “შენ ხარ ვენახი” შექმნა, ის ნამდვილად არის ევროპული ცივილიზაციის არა ნაწილი, არამედ ერთ-ერთი დამფუძნებელი. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მომავალი, ეს დაამტკიცა მართლაც უპრეცედენტო მოძრაობამ ახალგაზრდების ლიდერობით, რომელიც სწორედ კანონის წინააღმდეგ აქციების დროს ჩანდა ჩვენს ქვეყანაში, დაამტკიცა მსოფლიოს ევროპული ცივილიზაციების და ქვენების ლიდერების ასეთმა მხარდაჭერამ სწორედ ქართული საზოგადოების მიმართ და ამ მხარდაჭერას ჩვენ ვკითხულობდით, ვგრძნობდით მათ გამოხმაურებებს. ახლა მოძრაობა, რომლის პრეზენტაციაზეც ვიმყოფებით, არის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი საშუალება ჩემნაირი, ჩვენნაირი, ყველასნაირი ადამიანისთვის ვიმოქმედოთ, რათა საქართველოს მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ყველა ჩვენგანს გვინდა”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ