სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის თანასოფლელების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ