ქართუმ 2 კვარტალი 16 მილიონამდე მოგებით დაასრულა

„ბანკ ქართუს“ სავალუტო ანაბრების პორტფელი შეუმცირდა. 01.07.2024-ის მდგომარეობით, 992 მლნ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. ლარის ვადიან,მოთხოვნამდე საანაბრე და მიმდფონარე ანგარიშებზე მხოლოდ 220 მლნ ლარია. მაისის ბოლოს მილიარდს აღემატებოდა. კლებაა, თუმცა ძირითადად კურსის ეფექტით. რადგან ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ მაისში უფრო გაუფასურებული იყო ლარში მეტობით გამოისახა. ქართუს დეპოზიტების პორტფელის 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშები, რომლის 80%-ზე […]
თინა ბოკუჩავა – აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე, რადგან რუსული კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოლოდინი მაქვს – გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, არის არაკონსტიტუციური – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, ბოკუჩავამ ისაუბრა „მეგობარ აქტზე“, მისი თქმით, „მეგობარი აქტი“ დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში იქნებოდა უდიდესი შესაძლებლობა […]
გიგი წერეთელი – პრაქტიკულად ბოლო გაფრთხილებებია ხელისუფლებისთვის, რომ ხელი აიღოს პოლიტიკაზე, რომელსაც აწარმოებს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, გვაჩვენებს, თუ რამდენად დიდია ჩვენს პარტნიორებში იმ საგანგებო ვითარების შეგრძნება, რომელიც ხელისუფლების ქმედებებმა წინასაარჩევნოდ შექმნა , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. გიგი წერეთელი შესაბამისი განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეიას საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. გიგი წერეთლის თქმით, […]
საქართველოს ტურიზმის სტატისტიკაში ევროკავშირის ქვეყნები TOP 10-ს მიღმაა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის. EU-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ არის გერმანია 31 ათასი ვიზიტორით, რითიც სტატისტიკაში რიგით მე-12 ადგილს იკავებს. მთლიანად ევროკავშირიდან კი 2024 […]
როგორ გააციფრულა ბიზნესი “სოფიოგამ” საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის დახმარებით

“იოგას ვარჯიშის დაწყების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა“, – გვიამბობს სოფიო ტალახაძე გორიდან, იოგას პროფესიონალი ინსტრუქტორი, ახალგაზრდა მეწარმე, რომელმაც საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის „უფასო ვებგვერდი მცირე ბიზნესს“ ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის გაციფრულება შეძლო და ონლაინ გადახდების სისტემის ინტეგრაცია მოახერხა. სოფიოს ცხოვრებაში იოგა 2018 წლიდან გამოჩნდა. მანამდეც ბავშვობიდან მისდევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ცეკვავდა და სხვადასხვა […]
ბოლო 6 თვეში საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების 6,813 ნიმუშიდან უარყოფითად 331 შეფასდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 146 დეგუსტაცია ჩატარდა, 6,813 ნიმუშიდან უარყოფითად 331 შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო კონტროლი 55 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 523 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიაში აღმოჩნდა. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების Bureau Veritas და SGS Georgia მიერ შემოწმებულ 63 […]
12 ივლისს ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

12 ივლისს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეთვრამეტე ცერემონია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც საქართველოში ტარდება. „ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია- Person-history და Bests of Georgia გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული […]
ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ მუქარის საქმეზე, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე, ერთი პირი [ნოდარ ნიშნიანიძე] დამნაშავედ ცნო. პროკურატურამ განცხადება 11 ივლისს გაავრცელა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, ნიშნიანიძემ „საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის [ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის] არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და […]
ადიღეში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმა აღიკვეთა -“ეფესბე”

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ეფესბე“) ადიღეში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმის პრევენციის შესახებ განაცხადა. სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ “ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მკვიდრი”, სავარაუდოდ, მაიკოპში სასულიერო პირების დახოცვას გეგმავდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსის“ თანახმად, თავდასხმის პრევენციის შესახებ განაცხადა რუსეთის „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა. სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა “აკრძალული ტერორისტული მასალები”, ტერორისტული ორგანიზაციის დროშა, დანა და ცეცხლგამჩენი […]
„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის პროექტი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში. დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „დაბალანსებული ამნისტიის პროექტი“ წარადგინა. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, […]