ხატია დეკანოიძე – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტია – რა თქმა უნდა, აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობა როგორც დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე უზრა ზეიამ განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს ქართველი ხალხის დასახმარებლად, ხოლო ადამიანების უფლებების დარღვევების შემთხვევაში ამოქმედდება „მეგობარი აქტი“ და ასევე „ქართველი ხალხის აქტი“, რომლებიც სანქციებს ითვალისწინებენ. „ეს […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევის პროცესს მონიტორინგს ეუთო/ოდირის ექსპერტები უწევდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევის პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას ODIHR ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მონიტორინგის დეტალური ანგარიში ამ წლის ბოლოს გამოქვეყნდება, რომელშიც მოცემული იქნება ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ. ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა […]
“მთავარია, კოჭებამდე იყო შეფუთული და სადაც გინდა იქ იბო@ე… ფუუ, თქვე ბნელო ფარისევლებო” – დარსმელიძე

მუსიკოსი, მაია დარსმელიძე: ისე იქაჩება ეს “ღმერთის მსახური” და “შუამავალი”, კამერა რომ არ ქონოდა ამ ბიჭს, დაარტყამდა კიდეც… თან “არ გეტყობა, რომ სულიერი მეძავი ხარო”… შორტების გამო… სულიერთან არაფერი აქვთ ამათ საერთო, სულიერებით კი არა – ესენი ჩაცმულობით და გარეგნობით მსჯელობენ. მთავარია, კოჭებამდე იყო შეფუთული და სადაც გინდა იქ იბოზე… ფუუ, თქვე ბნელო ფარისევლებო.
პრეზიდენტი თუ გავხდები, ცუკერბერგს დავიჭერ – ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის და 2024 წლის არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის Facebook-ის დამფუძნებელს და Meta-ს გენერალურ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს დაიჭერს. ტრამპის მტკიცებით, მარკ ცუკერბერგი დამნაშავე თაღლითია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და 2021 წელს ჯო ბაიდენს გამარჯვების საშუალებას მისცა. გარდა ამისა, ტრამპი ცუკერბერგს საჯარო ცენზურის […]
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე თვე ეპატიჟებოდნენ. რადგან სფფ-სთან კონტრაქტითაა დაკავშირებული, მოცდა ამჯობინეს, დროებით დამრიგებელად ჯონ ო’ში დანიშნეს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოდინით დაიღალნენ და იმედიც გადაეწურათ. ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია საიტით იტყობინება, რომ ნაკრები 57 წლის ისლანდიელ ჰეიმირ ჰადლგრიმსონს ჩააბარეს, რომელიც გუნდს ერთა ლიგისთვის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს. […]
“არ უნდა შევუერთდეთ იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ომის დამწყებია” – ნინო ქათამაძე

დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები გამოვიყენოთ ზუსტად იმისთვის, რომ ის სიტყვა, რასაც ჰქვია შევცვალოთ, ნამდვილად შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ომის დამწყებია, ჩვენი დაცვა ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა არის ევროპა და ევროპული ინსტიტუტები.
“ეს აუცდენელია – ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ” – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი, ლანა ღოღობერიძე: ეს ხალხი ერთი იდეით არის შთაგონებული, ერთიანი სულისკვეთებით – როგორც საქართველო უთვალავი, ერთიანი ხმა იყო, ეს ძალიან ზუსტი სიტყვებია რატი ამაღლობელის, მართლა, რომ როცა ერთიანი ხმა არის საქართველოსი, ის ყოველთვის იმარჯვებს, ეს აუცდენელია და ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ,
ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა – “ადგილზევე გარდაიცვალა”

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე ლოკომოტივი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსეთი სოციალური ქსელების რიგით მომხმარებლებსაც დაავალდებულებს რეგისტრაციას

ბლოგერები და სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები რუსეთში, რომელთა ყოველდღიური აუდიტორია 1000 ადამიანს აღემატება, შესაძლოა ვალდებულები გახდნენ, რომ რეგისტრაცია „როსკომნადზორში“ გაიარონ. ინფორმაციას რუსეთში ახალი რეგულაციის ინიციატივის შესახებ „მედუზა“ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასზე” დაყრდნობით ავრცელებს. „კანონის შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენების გარეშე ვრცელდება, უნდა მოიცავდეს სანდო მტკიცებულებებს მისი მფლობელის ან გამავრცელებლის შესახებ, იმ ფორმითა და […]
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს, რომელსაც რუმინეთის ქალაქი პიტეშტი უმასპინძლებს. ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები A დივიზიონის 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლებსაც, ცხადია, ტურნირის 3 პრიზიორი მიიღებს. უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებს საქართველოს ნაკრები, რომელსაც კოტე ტუღუში და მისი ასისტენტები – დავით და ალექსანდრე ნოზაძეები წვრთნიან. 20-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება ლატვიაში გაიარა, […]