კონსტანტინე ზარნაძე – ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება

ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ახალგაზრდებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდა. კონსტანტინე ზარნაძემ ამ განცხადებას სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ […]
ლევან არველაძე – ქართველი ხალხისთვის მონიჭებული სიხარულისთვის მადლობა ყველა ფეხბურთელს

ქართველი ხალხისთვის მონიჭებული სიხარულისთვის მადლობა ყველა ფეხბურთელს, მადლობა ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ფედერაციას , – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლობა ყველა ფეხბურთელს, ეროვნულ ნაკრებს, ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამ ორი კვირის განმავლობაში დიდი ემოცია და სიხარული აჩუქა ჩვენს საზოგადოებას. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, კოკა ალადაშვილს, […]
CIU-სა და „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ივლისს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ეკა გეგეშიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერეს. „თანამშრომლობა საერთო აკადემიურ აქტივობებს, სტაჟირებასა და მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას მოიცავს. დღის ფარგლებში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის […]
საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონში პირველ ადგილზეა – საგანგაშო კვლევის დეტალები

Numbeo-ს კვლევის მიხედვით, საქართველო სურსათის სიძვირით რეგიონში პირველ ადგილზეა კვლევა 146 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, სადაც საქართველო 90-ე ადგილზე გავიდა და რეგიონში და მათ შორის, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ძვირი ფასები დაფიქსირდა. მონაცემების მიხედვით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყველაზე იაფი პროდუქტების ოცეულში შევიდნენ, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის. ძვირი ცხოვრებით ვუსწრებთ რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც. […]
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 48 მლნ ლარით იზრდება

თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 48 მილიონი ლარით გაიზრდება , – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა. „დღეს საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება 48 მილიონი ლარით“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. გიორგი ტყემალაძის განმარტებით, […]
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 12 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.56 თეთრით. 12 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7274 ლარია, ერთი ევროსი – 2.9696 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.03 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი – 2.98 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
გამოიჩინეთ სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და შეტყობინებებზე – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან განხორციელებულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ შეტყობინებებსა და ზარებზე რეაგირება შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მოქალაქეების პერსონალური მონაცემებისთვის, რისთვისაც პერსონალურ მონაცემთ დაცვის სამსახური რეკომენდაციებს აქვეყნებს. „შემომავალ ზარებთან მიმართებით: – დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული […]
საპენსიო დანაზოგმა ₾5.2 მილიარდს გადააჭარბა

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.2 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პორტფელების 2024 წლის ივნისის თვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დინამიკური პორტფელის როგორც ნომინალური ისე რეალური ამონაგები დანარჩენი ორი პორტფელის ამონაგებს აღემატება. საგულისხმოა, რომ დინამიკურ, იგივე მაღალრისკიან პორტფელში ყველაზე ნაკლები თანხა – 26.4 მილიონი […]
მოსკოვთან SSJ 100–მა კატასტროფა განიცადა, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა

მოსკოვის გარეუბანში თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 პარასკევს, 12 ივლისს ჩამოვარდა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. სამივე პილოტი დაიღუპა. ლაინერი გეგმური რემონტის შემდეგ სატესტო ფრენას ასრულებდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, საუბარია მოდელზე Sukhoi Superjet 100NEW-95. ბორტი სატესტო ფრენას მოსკოვის ჟუკოვის აეროპორტიდან ასრულებდა და გარკვეული დროის შემდეგ ტყეში ჩავარდა. თვითმხილველების თქმით, ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, […]