საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფაკულტეტის ბიზნესადმინისტრირების, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების, საჯარო მმართველობის და სასტუმროს მომსახურების საბაკალავრო პროგრამების, ასევე, ბიზნესადმინისტრირების, საბანკო პროცესების მართვის, საჯარო მმართველობის და სასტუმრო მომსახურების მართვის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება […]

სასამართლომ ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნო

გამოცემა Variety-ის ცნობით, ნიუ-მექსიკოს სასამართლომ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ამერიკელი მსახიობი უდანაშაულოდ ცნო. ალეკ ბოლდუინს ნიუ-მექსიკოს სასამართლო 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაში სდებდა ბრალს. მსახიობის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა. დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი […]

კახა კალაძე – ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – ერთი მაგალითი წარმოადგინოს ვინმემ იმასთან დაკავშირებით, რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება – სიტყვების ბრახა-ბრუხი კი არა, მხოლოდ არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი

ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია – ერთი მაგალითი წარმოადგინოს ვინმემ იმასთან დაკავშირებით, რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება – სიტყვების ბრახა-ბრუხი კი არა, მხოლოდ არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს კურსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას […]

კახა კალაძე – ჩნდება კითხვის ნიშნები, რატომ ხდება ამხელა ზეწოლა ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, თქვეს ლომჯარია-გიგაურს მივცემთო

ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ ხდება ამხელა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – რაც შეეხება 30 მილიონის გაყინვას, ეს თანხა გაყინული არ არის, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი უცხოელი წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ჯარს ვუჩერებთ ამ თანხებს და მივცემთ ლომჯარია-გიგაურსო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან იმ ფაქტს, რომ […]

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია იმსჯელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განუცხადა. როგორც დეკანოზმა სამების საკათედრო ტაძარში მოძღვარსა და ქართველი ემიგრანტის, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა, ზნეობრივი კომისიის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს რა მოხდა და რამ გამოიწვია მოძღვრის აღშფოთება. მისივე თქმით, დეკანოზი თეიმურაზ […]

საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები – ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები – ,,დუგო”, ,,სონია”, ,,კაოსი” და ,,დექსტრა” შეემატნენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი 4 სამსახურებრივი ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია ,,FlyDog”-სგან შეიძინა https://flydogturkey.com/ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო […]

კახა კალაძე – განსხვავებული კურსი რომ გვქონდეს და რამეს არასწორად ვაკეთებდეთ, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში არ იქნებოდა

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს განსხვავებული კურსი, ან რომ არ შედიოდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებში, მერწმუნეთ, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში არ და ვერ იქნებოდა, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას დარწმუნება გამჭვირვალობის კანონის კეთილ […]

აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს და აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავამ ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას მიერ გაკეთებულ განცხადების შესახებ. „ეზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის […]

“რუსული კლუბი” შეკვეთილში პედაგოგებსა და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს

შეკვეთილში “რუსული კლუბი” ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, სემინარს, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო) აფინანსებს. სააგენტოს სემინარის შესახებ ინფორმაცია საიტზე აქვთ განთავსებული. სააგენტო 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი მიზანი რუსული გავლენების გაძლიერებაა. ეს ორგანიზაცია […]

დაუშვებლად მიმაჩნია ნებისმიერი სახით ემიგრანტის შეურაცხყოფა და დამცირება! – მეუფე საბა ინწკირველი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი პოსტს აქვეყნებს, რითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. “მე როგორც ემიგრაციული ეპარქიის მღვდელმთავარი და ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი თავს ვალდებულად მივიჩნევ ყველგან და ყოველთვის ხმა აღვიმაღლო მაშინ, როცა საქმე ეხება ემიგრანტს და ზოგადად ემიგრაციას! პირველ რიგში ვგმობ ამერიკის სახელმწიფოს დემონიზირების მცდელობას, გარდა იმისა რომ ამერიკის შეერთებული შტატები […]