“უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო, უბედურება ხდება ჩვენს თავს…”-ნინი ბ

ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, ნინი ბადურაშვილი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ვითარებაში მას არ ემღერება. “უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული… მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და არ ვიღებ მონაწილეობას. ჩემგან […]

პოლიციამ მაღაზია „არტ-თაიმის“ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “არტ-თაიმის” შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია […]

„კურორტების განვითარების მომავალი“ – კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა კურორტების მართვის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე კურორტების მდგრადი განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მზარდ მსოფლიო მოთხოვნებთან სექტორის ადაპტირება, ველნეს და სპა ინდუსტრიის მომავალი […]

„საბა“ 2024-ის გამარჯვებულები

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე […]

კონკურენციის სააგენტომ USA2GEORGIA-ს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა – რას ედავება მომხმარებელი კომპანიას?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) სს „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, […]

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფლაცია, მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. „მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, […]

მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

მოპარული არჩევნები, ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი – სწორედ ამ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში. სალომე ზურაბიშვილი შუაგული ევროპიდან ამბობს, რომ სწორედ ეს სამი მოთხოვნა აქვს ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს საქართველოში და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქუჩაში გასულებს რევოლუციური სცენარი არ აქვს.ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა თავისი არსით, იმიტომ რომ ამის […]

„მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა – აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად

„მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა – აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად საერთაშორისო საზოგადოებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს. დელეგაციას მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კონკრეტული ზომების მიღებით უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აღნიშნულია „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების […]

პრეზიდენტი აქციებზე – ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს – დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, […]

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის გორის ოფისზე თავდასხმა მოხდა

გორში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრები. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანი ბალიაშვილმა განუცხადა, პოლიციამ ოფისის ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო. „გასულ ღამეს, 22:33 საათზე“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისში ნიღბიანმა პირმა გაურკვეველი ასაფეთქებელი საშუალება შემოაგდო. დაზიანდა ფანჯარა. ოფისის ვიდეო-კამერაში ჩანს ეს […]