„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით“. „ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი […]
კახა კალაძე – თანხმობა მიწის ნაკვეთების დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე გაიცა

თბილისის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მისცა თანხმობა, დამატებით 5 269 სარეგისტრაციო განაცხადზე მიიღოს გადაწყვეტილებები და მოახდინოს მიწების რეგისტრაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები შეეხება ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის და წყნეთის სისტემურ არეალებში შემავალ მიწებს. კახა კალაძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან 2023 წელს გაფორმებული […]
GCCA-ის მიერ USA2GEORGIA-ს შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს […]
ჯანდაცვის სამინისტრო – ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება – ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე აიცრა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. უწყების ინფორმაციით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 […]
კახა კალაძე – შეიძლება ვიღაც განაწყენებულია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს – არ მინდა საზოგადოების დაყოფა

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა – საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება – მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, “შეიძლება ვიღაც განაწყენებულია ჩვენზე, თუმცა პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“. „დედაქალაქი ემზადება […]
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას – საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი […]
„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

19 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე განახლებული წყალმომარაგების ქსელი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება. „სამუშაოები პარალელურად ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება – საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N46-ისა და გახოკიძის ქუჩა N163-ის მიმდებარედ. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშოებს 24 საათიან ინტენსიურ […]
ხათუნა ლაგაზიძე – დასავლეთმა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს და უკან დასახევი გზა თავად უნდა მოიჭრას – ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომ „ოცნებამ“ ვეღარ თქვას: „გავა დრო და დასავლეთი ურთიერთობებს აღადგენს“

დასავლეთის სახელმწიფოებმა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს და უკან დასახევი გზა თავად უნდა მოიჭრას – დასავლეთის ქვეყნებმა იმ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს საფუძველი თქვას, თითქოს გავა დრო და დასავლეთის მასთან ურთიერთობებს აღადგენს, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა. მან ამ კონტექსტში […]
„საბა“ 2024-ის გამარჯვებულები

ორ ათწლეულზე მეტია, „საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე […]
პრეზიდენტი – მმართველმა პარტიამ რუსული გზა დაიკავა და თავს აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა – ბევრმა ვერ დაინახა და მეც ვერ დავინახე, მაგრამ „ქართული ოცნების“ რუსული გზა გავრილოვის ინციდენტით დაიწყო

მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა, რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა – ეს ფაქტობრივად, არჩევნების წინ დაიწყო, თუმცა შეიძლება ბევრმა ვერ დაინახა და მეც ნათლად ვერ დავინახე „ქართული ოცნების“ რუსული გზა, რომელიც 2019 წლის 29 ივნისს, გავრილოვის ინციდენტის დროს დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში […]