“რუსული კლუბი” შეკვეთილში ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სემინარს ატარებს

“რუსული კლუბი” შეკვეთილში ქართველი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სემინარს ატარებს – ამის შესახებ სტატიას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სემინარი სასტუმრო “მირაჟში” უკვე მეორე დღეა გრძელდება და მას ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან. მათივე ინფორმაციით, სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს, რომლებსაც ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ […]

„აუცილებლად დავბრუნდები და ჩავებმები პოლიტიკურ ცხოვრებაში…” – გოგი წულაია

ქართველო პოლიტიკოსი გოგო წულაია, რომელიც რამდენიმე წელია იძულებით ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას გეგმავს. მან საქართველოდან წასვლის მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „წასვლით 2022 წლის იანვარში წავედი, ცნობილი ინციდენტის გამო, რომელზე ლაპარაკიც აღარ მინდა. ციხეშიც კი ვიჯექი და არა მხოლოდ ამის გამო, მქონდა ინფორმაცია, რომ ისევ უნდა დავეჭირეთ. აღარც გირაო მიშველიდა და არც […]

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. საერთო ჯამში, პროექტი 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა 1/3 შეეხება, მათგან 10% საპატიმროს დატოვებს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებში, ყაჩაღობაში, ტერორიზმსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე მუხლებით მსჯავრდებულებს.

არაპარტნიორული – საქართველო-გერმენიის ურთიერთობა დღეს – ელჩის შეფასება

“ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია, ჩვენ ვამბობთ: აქ გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო, გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უფლებები” – ამბობს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში. გერმანიის ელჩის თქმით არ ელოდნენ, რომ: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორობისა და მეგობრობის შემდეგ, უცებ როგორღაც საქართველოსთვის საშიშები გავხდით, თურმე საქართველოს ვმტრობთ, საუბარია გლობალური ომის პარტიაზე და ლიბერალურ ფაშიზმზე. […]

დასაქმებისთვის განათლება ევროკავშირმა 5 წელში 7 მილიონი ევროთი დააფინანსა

15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი თანამედროვე ცოდნით/უნარებით აღჭურვისთვის წლებია ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამასა და ინიციატივას ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთია “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs). პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო 9 პროექტით და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით, შედეგად: · 1 741 ადამიანის დასაქმება; · 6 505 სამუშაოს მაძიებლის გადამზადება საბაზისო […]

13 ივლისს ოსკარ შმერლინგის დაბადების დღეა

ქართული კარიკატურის ისტორია წარმოუდგენელია გერმანული წარმოშობის ფერმწერისა და გრაფიკოსის, ოსკარ შმერლინგის (1863-1938) შემოქმედების გარეშე. ის ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. ოსკარ შმერლინგი თბილისში წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც შემოქმედებით, ისე პედაგოგიურ საქმიანობას. იყო თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი, ასევე ახლად დაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი კარიკატურები იბეჭდებოდა გაზეთ „ცნობის ფურცელის“ სურათებიან […]

CNN: აშშ ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების უკრაინაში განლაგების დაშვებას უახლოვდება

CNN-ი საკითხის მცოდნე ოთხ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორების განლაგებაზე დე ფაქტო აკრძალვის მოხსნის გადაწყვეტილებას უახლოვდება. მედიის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნული პოლიტიკის მიღებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ცვლილება სავარაუდოდ წელს ამოქმედდება და პენტაგონს საშუალებას მისცემს, ამერიკულ კომპანიებთან გააფორმოს კონტრაქტები, რომლებიც მათ უკრაინაში […]

კახა კალაძე – ვერ ნახავთ ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ მიერ გაკეთებულ ვერცერთ დეზინფორმაციულ განცხადებას, ჩვენი განცხადებები დამყარებულია ფაქტებზე – ამერიკას, ევროპას, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ქვეყანა

ამერიკა, რა შუაშია ომის პარტიასთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ამერიკის მთავრობის ან მათ წინააღმდეგ რამე არასწორი ან დეზინფორმაციული[განცხადება] გაგვეკეთებინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს მიმართ დეზინფორმაციული განცხადება არ გაკეთებულა. „რომელი დეზინფორმაცია? შეიძლება ვინმე დაასახელოს ერთი […]

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. „გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს, დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეა, მოციქულთა კრების და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი სწორედ მათი სახელობის არის. მოციქულთა მეოხებით ღმერთმა ჩვენი ერი და თითოეული ჩვენგანი დაიფაროს. განსაკუთრებით მსურს დღევანდელი დღესასწაული მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, […]

კახა კალაძე ოპოზიციაზე – ძალიან საშიში ადამიანები არიან – რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან? – „ნაცმოძრაობას“ მეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიხარ, ატერორებ ბიზნესს, ქუჩაში კლავ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული. როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის. „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან […]