საქართველოს U20 ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად ესტონეთის ძლევა სჭირდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთთან მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის ზღვარზეა. რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ქართველებმა პირველი მარცხი გუშინ, მასპინძლებთან განიცადეს, თუმცა ჯგუფიდან 2 გუნდი გადის და დანარჩენ მეტოქეებს თუ მოუგებს, საქართველო მეოთხედფინალში გავა. მისიის 50 პროცენტი დღეს ბულგარეთის ძლევით შესრულდა: კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა კერკეტი ბულგარეთის ნაკრები დაძაბულ […]
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს

“გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს”– წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
ოკუპირებულ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს ცეცხლი გაუხსნეს

ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის “ყოფილი პრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ნათესავებს, სერგო და ლევ კაბისოვებს ცეცხლი გაუხსნეს. SOVA-ს ინფორმაციით, შემთხვევა მე-12 სკოლის წინ, დღის 13:31 საათზე მოხდა. “თვითმხილველების თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა პრეზიდენტის (ალან გაგლოევის) ძმა ალიკ გაგლოევიც”. – წერს Telegram-არხი Churebayi Khærgænæg. სროლის შემდეგ, ძმები კაბისოვები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად, ადგილობრივი მედია ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ […]
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.
ესპანეთი ჩემპიონია. მოიგო, ვისაც უნდა მოეგო – მიქაუტაძე “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა!

როგორც მოსალოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, გახალისდა და მომენტებიც შეიქმნა: ოლმომ, მორატამ, უილიამსმა და იამალმა ვერ უწიეს მიზანს. ინგლისელთა […]
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოთხგზის ევროპის ჩემპიონია

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა. მატჩის 47-ე წუთზე ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა დარტყმა შეასრულა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. 73-ე წუთზე ინგლისმა პალმერის გოლით გაათანაბრა ანგარიში. ხოლო 86-ე წუთზე ოიარსაბალმა ესპანეთს კიდევ ერთი გოლი მოუტანა. ამრიგად, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. რაც შეეხება […]
მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“. „ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მტკიცენი ვრჩებით ჩვენს რწმენაში და ურჩნი ბოროტების წინაშე. ვლოცულობთ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, როგორც არასდროს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიდგეთ ერთად და ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი ხასიათი, დავრჩეთ ძლიერები […]
„მთელი დღეა ვწევარ, წამლებით ხელში… ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღე” – რა დაემართა თამო ვაშალომიძეს?

· 47 მოდელმა თამო ვაშალომიძემ 33 წლის იუბილე, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ბათუმში აღნიშნა. მოგვიანებით თამომ ინსტაგრამ-სთორიში გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ამბობდა რომ შეუძლოდ იყო. მისი თქმით, მოიწამლა და რამდენიმე გადასხმის გაკეთება დასჭირდა. „მთელი დღე ზარები და შეტყობინებები არ წყდებოდა. ახლა მოვედი გონს. ნერვები მეშლება, მოვიწამლე, ორი გადასხმა გავიკეთე. ყველა გეგმა რაც მქონდა გავაუქმე. მთელი დღეა […]
ტრამპის აქციაზე სროლის მსხვერპლი ოჯახის ტყვიებისგან დაცვისას დაიღუპა

პირი, რომელიც შაბათს პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე ესროლეს და მოკლეს, 50 წლის მოხალისე მეხანძრე იყო, რომელიც იცავდა თავის ოჯახს სროლის დროს, თქვა კვირას შტატის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ. მსხვერპლი კორი კომპერატორეა, მისი ოჯახის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით. “ტრამპის აქციამ ჩემი ძმის, კორი კომპერატორეს სიცოცხლე შეიწირა. ერთი კაცის სიძულვილმა, ის კაცი წაგვართვა, რომელიც ყველაზე […]
ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე გაემართება

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კვირას მილუოკიში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელები მას ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ. ტრამპი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას შაბათს პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან მოითხოვა შეისწავლონ თუ როგორ მოახერხა 20 წლის მამაკაცმა, რომელსაც AR-15 ტიპის შაშხანით გადაადგილება და აქციასთან საკმარისად მიახლოება, რომ სახურავიდან ესროლა ტრამპისთვის, რომელსაც როგორც ყოფილ პრეზიდენტის გამოყოფილი აქვს […]