პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ყოფილ პრეზიდენტზე, ნოემბრის არჩევნებში თავის პოტენციურ მეტოქე დონალდ ტრამპზე თავდასხმა და განაცხადა, რომ პოლიტიკა მშვიდობიანი დებატების ადგილი უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი. ბაიდენმა ამერიკელებს ვაშინგტონის დროით 14 ივლისის საღამოს რვა საათისთვის, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა და მოუწოდა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, […]
ედგარს რინკევიჩსი – უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წესდების მე-5 მუხლია

ნატო-ს სამიტი წარმატებული იყო უკრაინისთვის, რადგან მან მიიღო ოფიციალური დადასტურება ალიანსისკენ მიმავალი გზის შეუქცევადობისა და მოკავშირეების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულების გაზრდის შესახებ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება უკრაინის უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტიაა და მიაჩნია, რომ მოკავშირე ქვეყნებთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერისა და სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების […]
დონალდ ტრამპი – “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება – ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი და ეს შანსი მე მომეცა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული. „სიტყვა, რომლით წარდგენასაც ვაპირებდი, შთამბეჭდავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოსვლა“, – განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში და განმარტა, რომ მისი გამოსვლა […]
ჰანო პევკური: “საით მიდის გვირაბი, რომლის ბოლოსაც საქართველოსთვის სინათლეა?”

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამჯერად 32 წევრით დაბადების ადგილას, ამერიკის დედაქალაქში დაბრუნდა. ნატო ამბობს, რომ რუსეთი ალიანსის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რჩება, საქართველო კი – პირველი ქვეყანა, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიც პუტინის რუსეთის ჯარმა დაარღვია, სამიტის ფარგლებში თითქმის არ უხსენებიათ. ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც პოლიტიკური, დემოკრატიული თუ […]
იენს სტოლტენბერგი პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე – ნატო კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება პოლონეთს საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, – სტოლტენბერგმა ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში გასულ ინტერვიუში განაცხადა. ნატო-ს გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მისი მიმართულებით მფრინავი რაკეტების ჩამოგდების იდეაზე. „ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ ახლა გავზარდეთ მხარდაჭერა, მაგრამ ნატო-ს […]
ჯო ბაიდენი – საჭიროა პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა – ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის, წერტილი

საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, რომ როდესაც არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია – ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომელმაც ოვალური კაბინეტიდან ამერიკელებს მიმართა. მისი თქმით, პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი […]
ბაიდენი მოითხოვს, გაანალიზონ ტრამპზე თავდასხმის დროს არსებული უსაფრთხოების ზომები და დაადგინონ მოტივი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტზე დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა და მოითხოვა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება პენსილვანიაში, 13 ივლისის ღამით დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გრძელდება თავდასხმის მოტივებისძიება. “ამ ან სხვა ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. თავდასხმა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისთვისაც ჩვენ როგორც ერი ვიბრძვით…. ყველაფერს!”, – აღნიშნა […]
ესპანეთი ჩემპიონია. მოიგო, ვისაც უნდა მოეგო – მიქაუტაძე “ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა! [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ინგლისს 2:1 მოუგო და სარეკორდო მეოთხედ გახდა ევროპირველობის გამარჯვებული. როგორც მოსალოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე „ფურია როხა“ დაეუფლა, თუმცა ინგლისელები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და თითქმის უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტრავმირებული ესპანელთა ლიდერი როდრი შესვენებაზე სუბიმემდიმ შეცვალა, შეხვედრის განახლებისთანავე კი იამალის პასით უილიამსმა პიკფორდის კარი დალაშქრა. თამაში გაიხსნა, […]
ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გიორგი მიქაუტაძე გახდა

ევრო 2024 დასრულებულია. ესპანეთი მეოთხედ გახდა ჩემპიონი. ქართველებისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში, რომელიც ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით – 2:1 დაამარცხა. მატჩის 47-ე წუთზე ლამინე იამალის პასით ნიკო უილიამსმა გოლი გაიტანა და ესპანეთი ანგარიშით 1:0 დააწინაურა. 73-ე წუთზე ინგლისმა პალმერის გოლით გაათანაბრა ანგარიში. ხოლო 86-ე წუთზე ოიარსაბალმა ესპანეთის ნაკრებს კიდევ ერთი გოლი მოუტანა და […]