ცხინვალში ანატოლი ბიბილოვის ახლობლებს ესროლეს

ცხინვალში კვირას სროლა იყო. „ეხო კავკაზას“ ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა თბილისის დროით შუადღეზე მე-12 სკოლის წინ მოხდა. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დისშვილებს, სერგო და ლევ კაბისოვების. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის (ალან გაგლოევის) ძმა, ალიკ გაგლოევიც […]
ტრამპზე თავდასხმის დროს მოკლული მოქალაქე ოჯახს ტყვიებისგან იცავდა

აშშ-ში პენსილვანიის შტატის გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს თქმით, 13 ივლისს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს დაღუპული მოქალაქე 50 წლის მოხალისე მეხანძრე, კორი კომპერატორია. “პენსილვანიის ტრამპის ყრილობაზე ჩემი ძმა, კორი კომპერატორი დაიღუპა. ერთი ადამიანის მიმართ სიძულვილმა დაღუპა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარდა”. – წერს მსხვერპლის და Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში. შაპიროს თქმით, […]
რევოლუციური მითი ბასტილიის დღის შესახებ

დღევანდელი დღე, 14 ივლისი, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ბასტილიის აღების დღე, რომელიც საფრანგეთში მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულია და “ეროვნულ დღედ“ აღინიშნება. ზოგადად, ბასტილიის დღე მრავალი ადამიანისთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ ასოციაციებს იწვევს – შეიძლება ითქვას, რომ მის გარშემო მნიშვნელოვანი მითოლოგიაა აგებული. გავრცელებული წარმოდგენებით, რევოლუციის დროს ბასტილია იდუმალებით მოცული საპყრობილე იყო, სადაც პოლიტიკური რეპრესიის ფარგლებში დაკავებულ პატიმრებს ულმობელად და დაუნდობლად […]
გიორგი ბარამიძემ დონალდ ტრამპს სოლიდარობა გამოუცხადა

გიორგი ბარამიძემ დონალდ ტრამპს სოლიდარობა გამოუცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ დაგმო დონალდ ტრამპზე თავდასხმა და მას სოლიდარობა გამოუცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: “არა ტეროსა და ტერორისტებს! სოლიდარობა დონალდ ტრამპს! სოლიდარობა ამერიკას!”– წერს გიორგი ბარამიძე.
ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს

მიმდინარე წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ფასის კლების მიუხედავად, თვის განმავლობაში სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა. კვლევაში განმარტებულია, რომ „ევროკავშირის ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“. კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ხუთწლიანი შეთანხმება გაზის ტრანზიტის შესახებ მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. „განცხადებების […]
ევროპის საუკეთესო ქვეყნები საზღვარგარეთ საცხოვრებლად

მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოება InterNations-მა საზღვარგარეთ საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat Insider-ის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, ჯამში 174 ქვეყნის 12,500 მოქალაქე გამოიკითხა, რომელთაც სთხოვეს, შეეფასებინათ ქვეყნები სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით – მეგობრების შეძენიდან დაწყებული, კლიმატური პირობებით დასრულებული. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით კი საზღვარგარეთ საცხოვრებლად ევროპის საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ გლობალური რეიტინგის […]
სანტიაგო ბერნაბეუზე შემაწუხებლად ხმამაღალი კონცერტების გამართვა დაჯარიმდება

მადრიდში, საფეხბურთო კლუბ “რეალის” სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუზე მეტად ხმაურიანი შოუების გამართვის შემთხვევსში მერია კონცერტების ორგანიზატორებს დააჯარიმებს. ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა, 300 ათას ევროს მიაღწიოს. სტადიონი 5-წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ ახლახან გაიხსნა. ის გადაიხურა, ასევე, სტადიონზე დამონტაჟდა სისტემა, რომელიც მოედნიდან გაზონის დროებით აღების საშუალებას იძლევა. ინოვაციების შედეგად კომპლექსის საკონცერტოდ გამოყენება შესაძლებელი გახდა. ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ერთ-ერთი პირველი […]
„გამოძიება საწყის ეტაპზეა, მოტივებზე ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ“ — ბაიდენი ტრამპზე თავდასხმაზე

აშშის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა და საზოგადოებას მიმართა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპს ტელეოფნით ესაუბრა და მოხარულია, რომ ის თავს კარგად გრძნობს. ბაიდენის თქმით, გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკაონ ნაადრევად თავდამსხმელის მოტივებსა და შესაძლო აფილაციაზე სპეკულაციებისგან: „ყველას მოვუწოდებ გთხოვთ, არ გააკეთოთ ნაადრევი დასკვნები მის მოტივებსა […]
როგორ მიაღწია Microsoft-მა წარმატებას?

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში Microsoft-ს პირველი ადგილი უჭირავს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის სახელმწიფოების უმრავლესობის ეკონომიკის მოცულობას აჭარბებს. 1975 წელს დაფუძნებულ ტექნოლოგიურ გიგანტს სათავე ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა დაუდეს, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპიუტერული ოპერაციული სისტემა შექმნეს. გეტისს და ალენს სჯეროდათ, რომ კომპიუტერი ყველასათვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია […]
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს

AS-თან ინტერვიუში უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპირველობაზე მონაწილეთა რაოდენობის 16-დან 24 გუნდამდე გაზრდის მართებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველი ფორმატის მიხედვით შეიძლება ტურნირზე საქართველოს და სლოვენიის ნაკრებებს ვერ ეასპარეზათ: “24-გუნდიანი ჩემპიონატი? ეს უფრო საინტერესოა. თქვენ ნახეთ საქართველო და სლოვენია, რომლებიც შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავდნენ, ევრო 2024 რომ 16-გუნდიანი ყოფილიყო. ისინი აქ ყოფნას იმსახურებდნენ. ხედავთ, […]