გიორგი ანთაძე – თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა. – ბატონო გიორგი, საუბარი საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემებით უნდა დაგვეწყო, მაგრამ, პენსილვანიაში აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე თავდასხმას გვერდს ვერ ავუვლით. თქვე როგორც შეაფასებდით პენსილვანიაში დონალდ ტრაპზე განხორციელებულ თავდასხმას? თქვენი აზრით, მომხდარი რა გავლენას იქონიებს აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე? – რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი […]
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024

ვახტანგ ძაბირაძე – ეზრას არზა ანუ სინამდვილეში რა მისიით ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში?! რაც არ გვკლავს, არჩევნებს მოგვაგებინებს? – როგორ აისახება ტრამპზე თავდასხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თენგიზ ფხალაძე – “დიახ, დასავლეთს სჭირდება საქართველო, მაგრამ…“ “ოცნებაზე” დასავლეთიდან წნეხი იზრდება – როგორ შეიძლება განვითარდეს პარტნიორებთან ურთიერთობა ირაკლი მელაშვილი – “ვინც უნდა გადატეხოს “ქართული ოცნების” ბატონობა წელში, ის მთავარი […]
ევროკავშირი პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის” ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს აქვეყნებს

15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. სწორედ ახალგაზრდების განვითარება და მათი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვა არის ის მთავარი მოტივაცია, რომლითაც წლებია ევროკავშირი საქართველოში პროგრამებს და ინიციატივებს ახორციელებს. ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური პროგრამა უდავოდ არის “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs). პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან 9 პროექტმა დაიწყო, და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით შთამბეჭდავი […]
FBI – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განვიხილავთ

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა, მარტო მოქმედებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად […]
დონალდ ტრამპი – მკვდარი უნდა ვიყო, მაგრამ იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ

მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთის, ჯერ კიდევ აქ ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპმა იმ ფოტოებზე ისაუბრა, რომელიც პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არის აღებული, სადაც მას მუშტი აქვს აწეული და ამბობს […]
თბილისში დღეს შუქი ჩაქრება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სვანების დასახლების, ჟორდანიას, […]
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]

ამერიკის თასის ფინალში არგენტინამ კოლუმბია 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია. სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო მატჩი საათისა და 23 წუთის დაგვიანებით დაიწყო. „მარკას“ ცნობით, ნამდვილი საგიჟეთი იყო, შეხვედრას იმაზე მეტი (7 ათასით) მაყურებელი დაესწრო, ვიდრე არენა იტევს. ცხელოდა, ტემპერატურა 33 გრადუსი იყო, პირველ ტაიმში კოლუმბია დომინირებდა, […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი – დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ – წერს […]
FBI-ის ინფორმაციით, თომას მეთიუ კრუკსის სახლში, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის, თომას მეთიუ კრუკსის სახლში “საეჭვო მოწყობილობა” იპოვეს, – ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. FBI-მ მანამდე განაცხადა, რომ მეთიუ კრუკსის ავტომობილში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ორივე მოწყობილობა უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სროლის მოტივი, ჯერჯერობით, არ დაუდგენია, მაგრამ მუშაობს მოვლენების […]
შალვა პაპუაშვილი – ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან

ვუყურებ წნორში ოპოზიციის წინასაარჩევნო შეხვედრის ფოტოებს, ვკითხულობ მათ მადლობებს NDI მიმართ მასპინძლობისთვის და ეს ისტორია მახსენდება – ქართული ოპოზიცია რომ გქვია და უცხოელი სკამზე შეგაყენებს, მგონი, უნდა ხვდებოდე, რა პასუხსაც მიიღებ ხალხისგან,” – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, წნორში NDI ორგანიზებით გამართულ შეხვედრას, სადაც ,,ლელოს” და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა, მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებები გააცნეს. […]