ბათუმში მკვლელობა მოხდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა […]

გივი მიქანაძე – კვლევამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო, 68%-ს კი არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებას წარუდგინა კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. როგორც მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს კვლევა არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო, მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს. მისი განმარტებით, ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის […]

შალვა თადუმაძე – მართლმსაჯულებაში არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს, ხარვეზები კი ყველა ქვეყანაშია – „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელების სასამართლოზე ანგარიშსწორება

არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს. მართლმსაჯულების საკითხში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები – „ვეტინგი“ კლასიკურად არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში არის განსასჯელებისა და მსჯავრდებულების სასამართლოზე ანგარიშსწორება, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ შალვა თადუმაძემ ე.წ “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არსებობს მოთხოვნა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, […]

სანდრო რაქვიაშვილი – მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა – ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა მისი ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს

კეზერაშვილი გასაგებია, “ნაცებს” აფინანსებს და მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა – ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა ეს ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ყველას თავისი ტაქტიკა აქვს: მამუკა ხაზარაძეს ზოგი კომპლიმენტებს ეუბნება, ზოგი კი გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ მისი ფულის სჭირდებათ.” […]

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს. ხახალეიშვილის განმარტებით, თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და მუშაობას დედაქალაქში განაგრძობს. „მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში. გასულ წლებში ჩვენი […]

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები კი, 18-19 ივლისს გაიმართება. რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტი ახალ გენერალურ პროკურორს აირჩევს. ასევე დაგეგმილია პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის და რამდენიმე სხვა პროექტის განხილვა და მიღება. “რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე სალომე ზურაბიშვილისგან დადებითი პასუხის მისაღებად 48-საათიანი ვადაა. იმ შემთხვევაში […]

საია-ს ანგარიში – ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მაჩვენებელი კვლავ დაბალია – გამოწვევაა, ასევე, გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 2024 წლის 15 ივლისს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა. საია-ს განმარტებით, დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან – 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბრობს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი […]

გივი მიქანაძე – გიორგი გახარია ხედავს, რომ მის გუნდს შანსი არ აქვს 5%-იანი ბარიერი გადალახოს – ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე

გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ გუნდს არანაირი შანსი არ აქვს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს – ღიმილისმომგვრელია გარემოება, რომ ის საუბრობს ისეთ რაღაცაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს „ლელოსთან“ ალიანსის შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი უპრინციპო ოპოზიცია გვყავს“. „გიორგი გახარია ხედავს, რომ მის პოლიტიკურ […]

მედია – კაია კალასმა პრეზიდენტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ქვეყნის პრეზიდენტს, ალარ კარისს გადადგომის თხოვნით მიმართა, – ინფორმაციას ესტონური გამოცემა ERR News-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაია კალასი, ტექნიკურად, მთავრობის მეთაურის პოსტზე დარჩება, სანამ მინისტრთა ახალი კაბინეტი ფიცს დადებს. კალასის მიერ თანამდებობის დატოვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მის წარდგენას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსი“ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სასერტიფიკატო კურსის პირველ სეზონზე მონაწილეობა საქართველოს 40-მა მოქალაქემ მიიღო. სუს-ის ინფორმაციით, კურსის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ შენგელი ფიცხელაურმა მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა და მათ წარმატება უსურვა. „პროექტის მონაწილეებს ერთი თვის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ უსაფრთხოების სფეროს პირველ […]