ლაშა ფარულავა – თუ რამე არის გაუმჭვირვალე, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც პირად ჯიბედ აქცია ივანიშვილის პარტიამ

თუ რამე არის გაუმჭვირვალე, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც პირად ჯიბედ აქცია ივანიშვილის პარტიამ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი ბიუჯეტს საკუთარი ინტერების, საკუთარი გამდიდრების წყაროდ იყენებენ. „ამიტომ ჩვენ, თუ გვინდა ეს პარადიგმა შევცვალოთ, პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ რუსული ხელისუფლება, ეს ქვეყანა […]
მეზვრიშვილი: ამნისტიის კანონით ოცნება ზონდერ ჯგუფების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს

პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონით ქართული ოცნება ზონდერების დაუსჯელობის დაპირებას ასრულებს. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, სახელისუფლებო პარტია წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა ე. წ. ზონდერებს და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა. “ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ ოცნება ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის […]
აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული – იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელზე

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი 2 სარჩელი მზადების პროცესშია. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი “აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული”, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფორმით. “ჩვენ იმ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ამ კანონის კონსტიტუციასთან შესაძლო შეუთავსებლობასთან დაკავშირებით ვამზადებთ ჩვენს მოსაზრებებს და ამას წარვუდგენთ სასამართლოს. სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ […]
კაია კალასი ესტონეთის პრემიერის პოსტს ტოვებს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა პრეზიდენტ ალარ კარისს თანამდებობის დატოვების განაცხადი წარუდგინა. კალასი თანამდებობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს. კალასი მთავრობის მეთაურად დარჩება მანამ, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. ის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მომდევნო დღეებში კალასი დატოვებს რეფორმის პარტია თავმჯდომარის პოზიციასაც. რეფორმის პარტიას, სოციალ-დემოკრატებსა […]
ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში წარსულში ნასამართლევმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დანით დაჭრა. მათივე ცნობით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა” – წერია შსს-ს განცხადებაში. უწყების […]
უკრაინამ რუსეთზე იერიში მიიტანა, დაზიანებულია ელექტროსადგური და საზენიტო კომპლექსი C-400

15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური. გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. დრონები ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაანადურეს.
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრი მისი დაარსების დღიდან არის და კვლავ ქართულ ოცნებაში რჩება, მუშაობას კი პარტიული საქმიანობის მხრივ გააგრძელებს. “დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების […]
ომბუდსმენის თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების განხილვაში ჩაერთვება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ 2 სარჩელთან დაკავშირებით ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი ჩართული იქნება განხილვის პროცესში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით. სახალხო დამცველს შეუძლია, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მსგავსად, ანალოგიურად მოამზადოს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ, ან სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია. ომბუდსმენი კვლავ ამბობს, რომ მმართველ […]
ჯაფარიძე რუხაძეზე: ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნებას არ სურს საქართველო EU-ში

პლატფორმა ერთიანობის ლიდერის გია ჯაფარიძის თქმით, იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სურვილი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რუხაძემ თქვა, რომ კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი “სისულელეა”. ჯაფარიძის თქმით, ეს განცხადება, როგორც ჩანს, ივანიშვილისგან მოდის. “რამდენადაც ვიცით, ირაკლი რუხაძე წარმოადგენს ივანიშვილის უახლოვეს გარემოცვას, აქედან გამომდინარე მის განცხადებას ამიტომაც აქვს მნიშვნელობა. თავის დროზე, […]
კალაძე რუხაძეზე: ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას ეხმაურება და ირწმუნება, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის “პრობლემას წარმოადგენს”. ამ კონტექსტში ის ამბობს, რომ “ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება”. “ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში […]