„მუშაობას თბილისში გავაგრძელებ“ – ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ რჩება. ხახალეიშვილი წერს, რომ პარტიულ მუშაობას თბილისში გააგრძელებს. „დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე […]

+36 გრადუსი – ნახეთ, დღევანდელი დღის ამინდი

15 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, […]

“მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო” – ტრამპის პირველი ინტრევიუ თავდასხმის შემდეგ

დონალდ ტრამპის პირველი ინტერვიუ თავდასხმის შემდეგ – დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემასტან საბედისწერო მომენტს იხსენებს და ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. სიკდვილს სასწუალად გადარჩენილი პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მოქმედების პატარა ცდომილების შემთხვევაში ტყვია ან ტვინში ან პირდაპრ თავის ქალაში მოხვდებოდა, რაც მის სიკვდლს გამოიწვევდა. მე აქ არ უნდა ვიყო, მე მკვდარი უნდა ვიყო. საავადმყოფოში ექიმმა თქვა, რომ მას […]

თამარ ჩერგოლეიშვილი: ენმ-სა და ახალს შორის რა განსხვავებაა ვინმემ გაიგო? კოკა კოლის ნაცვლად შაშა კოლააა, ამას მივხვდი. და სხვა?

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახალის“ შესახებ წერს. „ენმ-სა და ახალს (დამკვრელებიანად) შორის რა განსხვავებაა ვინმემ გაიგო? კოკა-კოლის ნაცვლად შაშა-კოლააა, ამას მივხვდი. და სხვა? მართლა მაინტერესებს და ვერ გავიგე”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რჩება “ოცნების” გუნდში და მუშაობას თბილისში გააგრძელებს. ის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. იხილეთ: “დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ. მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში […]

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის კვართი დადიანების სასახლიდან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე უძღვებოდა, რომელმაც მრევლს დღესასწაული მიულოცა, ერს მშვიდობა და გამთლიანება უსურვა.

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ბიზნეს ასოციაციასთან და ავტომობილთა იმპორტიორებთან თანამშრომლობით, შემუშავდა და, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის […]

გია ჯაფარიძე – ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ის წარმოადგენს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთადერთ წინაღობას

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს სურვილი საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ამ სივრცის ნაწილი არ გახდეს და ის წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ […]

ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელი მომზადების პროცესშია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მესამე სექტორის სარჩელი მზადდება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანენ. როგორც ქურდოვანიძემ განმარტა, აღნიშნული სარჩელით არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, შეჩერდეს კანონის შესაბამისი ნორმები და ეს უნდა გადაწყდეს გონივრულ ვადაში. რაც შეეხება აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელს, რომელსაც სავარაუდოდ აპირებს, რომ სასამართლოში შეიტანოს, როგორც […]

მოსკოვის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელსა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თავმჯდომარეს, ვალენტინ ნალივაიჩენკოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, ალექსანდრე ლიტვინენკოს ომის დანაშაულების საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, – ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „სასამართლომ განიხილა გამოძიების შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 356 მუხლით (ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება) ბრალდებული ალექსანდრე […]