საქართველოში მაცივრების და ელექტროსამართებლების იმპორტი გაორმაგდა – რა რაოდენობის ელექტრო ტექნიკა შემოვიდა ქვეყანაში?

გასულ წელს საქართველოში თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის იმპორტი გაიზარდა. ტექნიკას შორის განსაკუთრებული ზრდა მაცივრების და ელექტროსამართებლების კუთხით დაფიქსირდა. 2023 წელს ქვეყანაში 12.3 მლნ ლარის 65 970 ცალი ( 2022 წელს – 37 184 ცალი) მაცივარი შემოვიდა, 101 834 ცალი კი ელექტროსამართებელი (2022 წელს – 55 557 ცალი). 2023 წელს ქვეყანაში ელექტრო ტექნიკას შორის ყველაზე […]

პაპუაშვილმა პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის თხოვნით მიმართა. როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს, 15 ივლისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 18 ივლისს პარლამენტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს და კენჭს უყრის, 19 ივლისს კი ამნისტიის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი 48 საათში რიგგარეშე სესიის დანიშვნას არ დათანხმდება, […]

პრეზიდენტი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში დღეს გაასაჩივრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ის შეეცდება დაასაბუთოს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ორი მუხლს. ესენია, 78-ე მუხლი, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ და 22-ე მუხლი – გაერთიანების თავისუფლების შესახებ. სარჩელის მომზადების პროცესში ჩართული იყო “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატო, იურისტი ეკა ბესელია. მისი თქმით, სარჩელით მოთხოვნილია ნორმის მოქმედების შეჩერება განხილვის დასრულებამდე. […]

სოხუმის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ენგურზე 210 ადამიანი დააკავეს

სოხუმის ცნობით, აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა ერთობლივად, ენგურის გამშვებ პუნქტზე, 2024 წლის პირველ კვარტალში 210 კანონდამრღვევი დააკავეს. დაკავებულები, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, “აფხაზეთის რესპუბუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისა” და “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებით გასამართლდნენ. ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის […]

„ხარვეზები მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს“ — ომბუდსმენი ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმებზე

სასჯელის გადავადებისა და სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმების ფუნქციონირებაში არსებობს არაერთი საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი წერს სპეციალურ ანგარიშში, „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“, რომელიც აპარატმა დღეს, 15 ივლისს წარადგინა. „ბევრი საკითხია, რომელიც მსჯავრდებულის უფლებებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რომელიც პირობით, […]

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს და პალესტინელთა ტერიტორიებს ეწვია

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობისას, 14 ივლისს, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა. ივლისის დასაწყისში გამართულ არჩევნებში ლეიბორისტების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს დევიდ ლემის მეორე ვიზიტია უცხოეთში. მან განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომი „აუტანელია“ და ისრაელის და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს ხაზი გაუსვა, […]

გერმანია ოლიმპიური თამაშების პერიოდში საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლს დააწესებს

გერმანია დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს საფრანგეთთან საზღვარზე პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, რომელიც 26 ივლისს იწყება. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა ბერლინში. ზომა, რომლის შესახებაც 14 ივლისს გამოცხადდა, მიღებული იქნება საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს უსაფრთხოება ოლიმპიური თამაშებისა, რომლებიც 11 აგვისტომდე გასტანს. ამავე დროს, დანიის, ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის […]

18-ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი… – რა ვალდებულებებით აშენებს „ჯინო ველნეს გრუპი“ ბაკურიანში პროექტს?

საქართველოს მთავრობამ კომპანია „ჯინო ველნეს გრუპს“ ბაკურიანში სასტუმრო პროექტის განხორციელებისთვის საინვესტიციო პირობები შეუცვალა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 11 ივლისის თარიღით გამოქვეყნებული განკარგულებით, ცვლილება შევიდა „ჯინო ველნეს გრუპისთვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ 2016 წელს გამოცემულ განკარგულებაში და კომპანიას სხვა ცვლილებებთან ერთად საინვესტიციო ვალდებულება გაეზარდა. „ჯინო ჰოლდინგის“ მიერ 2016 წლიდან დაგეგმილი ბაკურიანში სასტუმროს და აკვაპარკის პროექტის […]

გაერო – ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება

ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას ასზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს შეფასებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის შეფასებით, ღაზის ნანგრევებიდან გაწმენდის ოპერაცია 500-600 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ამასთან, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ივნისში გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ღაზაში, ომის შედეგად, 137 297 შენობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. […]

შალვა პაპუაშვილი – 500-მდე ორგანიზაციის 80%-ის გრანტი არ ვიცით რამდენია, 70%-ში არ ვიცით დონორი ვინაა, 97% იმასაც კი არ კადრულობს, რომ თქვას, რაში დახარჯეს ფული – აბა, სადაა გამჭვირვალე?

ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა – NGO-ები, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები და ამბობდა, ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ისედაც ცნობილიაო, აბა, სადაა გამჭვირვალე? ეს არის ფაქტი! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო, მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხზე ჩატარებულ კვლევას შეეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე […]