ვიქტორ ორბანმა თავისი „სამშვიდობო გეგმა“ ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინაში, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებს თავისი „სამშვიდობო მისიის“ შედეგები და ბუდაპეშტის „სამშვიდობო გეგმა“ გააცნო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა გამოცემა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ორბანის გეგმა ახლა ევროკავშირის ყველა ლიდერის მაგიდაზეა“. ბალაჟ ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კიევსა და მოსკოვში მოგზაურობის […]

ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში – ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება. ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა […]

შალვა პაპუაშვილი – ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო, რადიკალიზმისთვის ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას – იქნებ, ახლა მაინც გამოჩნდეს დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან მომდინარე ძალადობას გაემიჯნება

შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპზე მსროლელიც თინეიჯერი იყო. ცდილობენ რადიკალური ქმედებებისთვის ახალგაზრდების გამოყენებას. ამ შემთხვევის შემდეგ მაინც, იქნებ გამოჩნდეს რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი, დონორი და დიპლომატი ან სხვა წარმომადგენელი და ბოლო-ბოლო გაემიჯნონ იმ ძალადობას, მუქარას, ზეწოლასა და ზიზღის ენას, რომელიც მომდინარეობს იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტობის […]

შალვა პაპუაშვილი – კონსტიტუციაში ჩანაწერის გარეშეც ცნობილია „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გეზი, ის, რომ საქართველო სრულად დამკვიდრდეს ევროკავშირის სივრცეში – ამიტომ, არ ვიზიარებ ირაკლი რუხაძის შეფასებას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ იზიარებს ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომ „ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო“. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოზიცია ნათელია, რადგან თავადაა კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის ავტორი. „ჩვენი პოზიცია ნათელია, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ამ ჩანაწერის, განაცხადის ავტორი. ამ ჩანაწერის გარეშეც ცნობილია პოლიტიკური გეზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს – ის, […]

შალვა პაპუაშვილი – თუ ზურაბიშვილი აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ ის აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც

თუკი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ გამოდის, რომ აღიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასაც, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანოს. პაპუაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მხარე […]

დავით მჟავანაძე – ძმები თალაკვაძეების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება ბრძოლა სასამართლოს გზით გავაგრძელოთ

ძმები თალაკვაძეების ფინანსური ინტერესების სასარგებლოდ ხდება მდინარე ნატანების ხეობის აოხრება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები ცდილობენ, რომ მდინარე ნატანების ხეობა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის წყაროდ აქციონ. როგორც დავით მჟავანაძემ აღნიშნა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლოს გზით გააგრძელოს ბრძოლა. „ხელში მიჭირავს საზოგადოებისათვის კარგად […]

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას – მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა, თავს აფარებდა, ან აფარებს ევროპულ სივრცეს

ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს – მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა, თავს აფარებდა, ან აფარებს ევროპულ სივრცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „დღეს, ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი მორალური პედესტალებიდან ღირებულებზე […]

უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2024“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, წვრთნები მიზნად საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა. „საჩვენებელი სწავლება დივერსიული მოქმედებების აღკვეთასა და შესაბამისი მხარდამჭერი მოქმედებების განხორციელებას ითვალისწინებდა. „პარტნიორი 2024“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების […]

ბოლო 10 წელიწადში, ატმის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა და 10 808 ტონას მიაღწია – 21 %-ით გაიზარდა შემოსავალიც, რომელმაც 2024 წლის 1 მაისი – 14 ივლისის მონაცემებით, 12 მლნ 200 ათასს გადააჭარბა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც […]

შალვა პაპუაშვილი – თუ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამნისტიის აქტი საარჩევნოდ რამეში შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათთაც ხომ წაადგებათ? – მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ

ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] აღიარებენ, რომ ეს [„ამნისტიის შესახებ“ პროექტი] არის საზოგადოების ინტერესში და საზოგადოებისგან ეს ინიციატივა მოწონებით სარგებლობს. მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ – თუ კი ფიქრობენ, რომ ეს საარჩევნოდ რაიმეში შეიძლება წაადგეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, მათთაც ხომ წაადგებათ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ამნისტიის შესახებ“ პროექტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის […]