ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიმართავს მათ, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია სურთ

ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს. „როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები უკუქცევაა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც […]
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული კიდევ ერთი პირის სასამართლო პროცესს დაესწრებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც მივიდნენ. ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დაესწრებიან. მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ავთანდილ კუჭავას ადვოკატის, ტატა ჭანკვეტაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად დაკავებამდე გაუსწორდნენ. აღნიშნულის […]
ირაკლი კობახიძე – სიმბოლური დატვირთვა აქვს დიპლომატიური პასპორტების შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური და არის ანტიქართული – იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული

უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ […]
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება – მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, უკადრებელს კადრულობს

სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრიდან აქტუალობას დაკარგავს. „სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს […]
რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. მათი ცნობით, მე-12 მიკრო/რაიონში, მოსახლეობის თხოვნით დაგეგმილი ახალი სკვერის მშენებლობა უკვე დასრულდა და წინასაახალწლოდ ცოცხალი ნაძვებით მოირთო. „რუსთავში მოსახლეობის თხოვნით შიდა საუბნო საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას ვაგრძელებთ. დღეს კიდევ ერთი მულტიფუნქციური სკვერი გავხსენით მე-12 მიკრორაიონში. ახალ სკვერში განსაკუთრებული პოზიტიური განწყობა უბნის პატარებისთვის მორთულმა […]
სალომე ზურაბიშვილი – კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს – 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს!

კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს, დაჩქარებულ რუსულ გზას. არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევებს, რომლებიც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია მოვიწვიო, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, […]
ირაკლი კობახიძე – ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ – მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები, ვაწერთ ხელს

გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. მთავრობის მეთაურმა ამ მოწოდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა. „ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, […]
იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან

უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ […]
მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ირაკლი კობახიძე

მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ […]
განვითარებული მოვლენების ფონზე, საექსპორტო ქვეყნებს პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, გარკვეული შიშები აქვთ – „კულა“

საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უცხოეთიდან მოთხოვნის შემცირება არ გვაქვს – პირიქით, თუმცა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით, მათაც გარკვეული შიშები აქვთ. მათ აინტერესებთ, ხომ არ შეფერხდება პროდუქციის საქართველოდან გაგზავნა, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისივე თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებული, თუმცა კომპანიას სამომავლო გეგმების დასახვა უჭირს. ვანო გოგლიძის განცხადებით, “კულამ” 2 პროექტი დააპაუზა. […]