„საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე […]
“ქართულმა ოცნებამ“ ბანდიტიზმის ლოგიკა მოირგო” – პაატა ციკოლია

რეჟისორი პაატა ციკოლია ამბობს, რომ “ოცნება” სამართლიანი პროტესტის ჩახშობას უხეში და ცინიკური მეთოდებით ცდილობს, მათ შორის, ტიტუშკების მეშვეობით, თუმცა ეს არ გამოუვათ. ხელოვანის თქმით, ქალაქს, რომელმაც ბანდიტიზმი ერთხელ უკვე ნახა, ტიტუშკებით ვერ დააშინებენ. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ბანდიტიზმის ლოგიკა მოირგო და პირველივე ღამიდან დაიწყო მართლა მშვიდობიანი და მართლა სამართლიანი პროტესტის ჩახშობა და ჩახშობა უხეშ, ცინიკურად, გვცემდა […]
“ევროპარლამენტის სახელით გეუბნებით ამას ქართველებო” – მეცოლას მომართვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სტრასბუგრში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ვიდეომიმართვაში რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და ესმის და ხედავს მათ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის. დღეს გვეწვია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, როცა ყველა ქართველს, ვინც ევროპისგან მხარდაჭერას ელის, ვეუბნები, რომ ისინი მარტო არ […]
მამუკა მდინარაძე – სანქციებს არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენზე, არც დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი, არც მაშველ რგოლად ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას

ეს ბიუროკრატიული ნაღმი, რომელიც ჩადებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის მერე, ბუნებრივია, შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. უამრავი მუშაობა იქნება საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ნეგატიურ […]
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება პირადად გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საჭიდაო ხალიჩა, სპორტული ინვენტარი და ეკიპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით შეიძინა. „საოცრად თბილი […]
ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. გახსნან მოლაპარაკებები – ვაწერთ ხელს – კობახიძე

გახსნან მოლაპარაკებები, ხვალვე ვაწერთ ხელს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. მთავრობის მეთაურმა ამ მოწოდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა. „ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, […]
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ „მოიქნევს კუდს“ სალომე ზურაბიშვილი და რას იმავნებლებს

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ “მოიქნევს კუდს” სალომე ზურაბიშვილი და რას იმავნებლებს – ამ გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო და ფეხზე დგომით ტაში დაეკრათ მისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების მობილიზება ვერ შეძლეს და მხოლოდ […]
გარდაიცვალა ვეტერანი მოჭიდავე თამაზ გეგეშიძე

გარდაიცვალა ვეტერანი მოჭიდავე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე. მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძეს და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გეგეშიძეს, მამის გარდაცვალების გამო. წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
მხილების შემდეგ კობახიძე ირწმუნება, რომ სამმა ქვეყანამ პოზიცია “წნეხის გამო” შეცვალა

რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის მხრიდან საქართველოს დე ფაქტო პრემიერის მხილების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სამმა ქვეყანამ სანქციებთან დაკავშირებით საბჭოზე დაფიქსირებული პოზიცია “წნეხის გამო” შეცვალა. ის ამტკიცებს, რომ 3 ქვეყნის მხრიდან სანქციების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია მისთვის საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი და “ამას დაემთხვა [ქართული ოცნების] წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც”. ის ირწმუნება, რომ რუმინეთი “აიძულეს” […]
ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიმართავს მათ, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია სურთ

ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის მიმართ რეპრესიებს და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუსმინეს. „როდესაც თქვენ ბოლოს ეწვიეთ ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პროგრესი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. დღეს ეს მოგზაურობა საფრთხის ქვეშაა. ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციის ნებისმიერ რეპრესიას და მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებას. ეს ქმედებები უკუქცევაა წარმატებული ნაბიჯებიდან, რომლებიც […]